ბრიტები (ლათ მხ. რ. Britto. შესაძლებელია ძველი კელტური ფუძიდან Britt, ინგლ. Brythons) — კელტური ტომები, ბრიტანეთის კუნძულების ძირითადი მოსახლეობა ძვ.წ. VIII ს.-დან ახ.წ. V ს.-მდე; მათი ნაწილი გაანადგურეს ანგლოსაქსებმა, ნაწილი გადასახლდა უელსსა და შოტლანდიაში, აგრეთვე ბრეტანში (კონტინენტზე).
ბრიტებს ჰქონდათ თემურ-გვაროვნული წყობილება, რომლის გადმონაშთები შემორჩათ რომაელთა ბატონობის ხანაშიც (I ს. შუა წლები — V ს. დასაწყისი). იბრძოდნენ რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ანგლო-საქსთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობის ხანაში (V—VI სს.) ბრიტების ნაწილი შემუსრეს, ნაწილი მონებად და ლეტებად აქციეს, ნაწილი უელსში, შოტლანდიასა და არმორიკის ნახევარკუნძულზე გაიხიზნა. ბრიტანეთში დარჩენილი ბრიტები მომავალი ინგლისელების ეროვნების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი გახდნენ.
ცენტრალური ბრიტანეთი
დობუნები — თანამედროვე გლოსტერშირი, ჰერეფორდშირი, ოქსფორდშირი და უესტ–მიდლენდსი
იცენები — თანამედროვე ნორფოლკი, საფოლკი და კემბრიჯშირი
კატუველაუნები — თანამედროვე ჰარტფორდშირი, კემბრიჯშირი და დიდი ლონდონიტემზიდან ჩრდილოეთით
კორიტანები — თანამედროვე ლინკოლნშირი, ლესტერშირი და სტაფორდშირი
კორნოვიები — თანამედროვე ჩეშირი, დერბიშირი და შროპშირი
პარიზიები — თანამედროვე იორკშირის აღმოსავლეთ რაიდინგი