From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიუსტერ კეილი (ინგლ. Brewster Kahle, (/keɪl/ KAYL;[3] დ. 22 ოქტომბერი, 1960, ნიუ-იორკი)[4] — ამერიკელი პროგრამისტი, მეწარმე, ინტერნეტ-აქტივისტი, Alexa Internet-ის და Internet Archive-ის დამფუძნებელი, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრი.
ბრიუსტერ კეილი | |
---|---|
ინგლ. Brewster Kahle | |
დაბ. თარიღი | 22 ოქტომბერი, 1960 (63 წლის) |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ელექტრონული ბიბლიოთეკარი, მეწარმე, ინფორმატიკოსი, არქავისტი და ბიბლიოთეკარი |
მუშაობის ადგილი | Internet Archive |
ალმა-მატერი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და სკერსდეილის საშუალო სკოლა |
მეუღლე | მერი ოსტინი[1] |
ჯილდოები | ინტერნეტის დიდების დარბაზი[2] , პოლ ევან პიტერსის ჯილდო და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
ბრიუსტერ კეილი დაიაბადა 1960 წლის 22 ოქტომბერს. დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1982 წელს. 1983 წლიდან მუშაობდა კომპიუტერების მწარმოებელ კომპანია Thinking Machines-ში. 1989 წელს გახდა საძიებო სისტემა WAIS-ის თანადამაარსებელი (1995 წელს 13 მილიონ დოლარად შეისყიდა AOL-მა). 1996 წელს ბრიუს გილიატისთან ერთად დაფუძნა Alexa Internet[5] (მოგვიანებით 250 მილიონ დოლარად შეისწყიდა Amazon.com-მა). 1996 წელს კეილმა დააფუძნა არაკომერციული ბიბლიოთეკა Internet Archive, რომლის მიზანია შექმნას ყველასთვის ხელმისაწვდომი ციფრული წიგნების, მუსიკალური ჩანაწერებისა და კინოფილემების არქივი.[6]
2005 წელს ბრიუსტერ კეილი აირჩიეს ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრად, ხოლო 2012 წელს შეყვანილი იქნა ინტერნეტის დიდების დარბაზში.[7]
დაქორწინებულია მერი ოსტინზე. ყავთ ორი შვილი — კესლონი და ლოგანი.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.