From Wikipedia, the free encyclopedia
ბუკაიო საკა (დ. 5 სექტემბერი, 2001) — ინგლისელი ფეხბურთელი. ლონდონის „არსენალისა“ და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გარემარბი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბუკაიო აიოინკა ტემიდაიო საკა | ||
დაბადების თარიღი | 5 სექტემბერი, 2001 | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | არსენალი ლონდონი | ||
ნომერი | 7 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2018– | არსენალი ლონდონი | 170 | (47) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2020– | ინგლისი | 33 | (11) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 მაისი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 7 ივნისი, 2024 |
საკას მთელი კარიერა ლონდონის „არსენალში“ აქვს გატარებული, სადაც მან მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი ორჯერ. 2020–21 და 2021–22 წლების სეზონებში ის დასახელდა „არსენალის“ საუკეთესო ფეხბურთელად.
მას ინგლისის 17, 17, 18, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, 2020 წლის ოქტომბერში კი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შედგა. იყო ნაკრების წევრი 2021 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და 2022 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ინგლისი |
2020 | 4 | 0 |
2021 | 10 | 4 | |
2022 | 10 | 3 | |
2023 | 8 | 4 | |
2024 | 1 | 0 | |
ჯამში | 33 | 11 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.