აზერბაიჯანელი მომღერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ბულბულჯანი (აზერ. Bülbülcan; სახელი დაბადებისას — აბდულ-ბაგი ალი ოღლი ზულალოვი, (აზერ. Əbdülbaqi Əli oğlu Zülalov; დ. 1841, შუშა, რუსეთის იმპერია — გ. 1927, ბაქო, სსრკ) — აზერბაიჯანელი ფოლკლორის მომღერალი, მუღამის შემსრულებელი. პოპულარობა მოიპოვა აზერბაიჯანულ, ქართულ, სპარსულ, ლეზგიურ, კუმიკურ და რუსულ ენებზე აზერბაიჯანული მუღამატების შესრულებით.
ბულბულჯანი | |
---|---|
აზერ. Bülbülcan | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | აბდულ-ბაგი ალი ოღლი ზულალოვი |
დაბ. თარიღი | 1841 |
დაბ. ადგილი | შუშა, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 1927 |
გარდ. ადგილი | ბაქო, სსრკ |
ჟანრ(ებ)ი | მუღამი |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1875-1927 |
ბულბულჯანი ვიკისაწყობში |
დაიბადა ქალაქ შუშაში. ახალგაზრდობაში მოგზაურობდა კავკასიასა და ირანში. ირანში ერთ-ერთი ვიზიტისას, ირანის მმართველმა მოზაფარ ალ-დინ შაჰმა ბულბულჯანი ლომისა და მზის ორდენით დააჯილდოვა.[1]
1875-1905 წლებში იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ტფილისში. 1905 წელს დაბრუნდა შუშაში. 1920-იან წლებში გადავიდა ბაქოში, სადაც ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში.
ბულბიულჯანმა გავლენა მოახდინა მუღამის აზერბაიჯანულ სკოლაზე. მის მემკვიდრეობაზე არაერთი განთქმული აზერბაიჯანელი მომღერალი აღიზარდა. ზულალოვის ოჯახმა განაგრძო წინაპრის მუსიკალური ტრადიციები. მისი შვილი, შვილიშვილი და ძმისშვილები მუღამის ცნობილი შემსრულებლები გახდნენ.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.