![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Bulgogi_2.jpg/640px-Bulgogi_2.jpg&w=640&q=50)
ბულგოგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბულგოგი (კორეულად: 불고기; სიტყვასიტყვით ,,ცეცხლოვანი ხორცი") კორეული წარმოშობის კერძია, რომელიც დამზადებულია შემწვარი ღორის ან ძროხის ხორცისგან. ხორცს ხშირად წვავენ როგორც მაყალზე ასევე ღუმელშიც. სახლში მომზადებისას იყენებენ ტაფაზე მომზადებულ ხორცს. მომზადებისთვის უმეტეს შემთხვევებში გამოიყენება საქონლის უძვლო ხორცი. კერძი წარმოიშვა კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ რაიონებში, მაგრამ დღესდღეობით ძალიან პოპულარული კერძია სამხრეთ კორეაში. სამხრეთ კორეაში კერძს შევხვდებით ყველგან, დაწყებული მაღალი კლასის რესტორნებიდან ადგილობრივი მზა პროდუქტების სუპერმარკეტებით დამთავრებული. [1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Bulgogi_2.jpg/320px-Bulgogi_2.jpg)