From Wikipedia, the free encyclopedia
ბურირამის პროვინცია (ტაი: จังหวัดบุรีรัมย์, ჩანგვუატ ბური რამ, ჩრდილოეთ ქხმერული: มืฺงแปะ) — ტაილანდის 76 პროვინციიდან (ჩანგვატი) ერთ-ერთი. მდებარეობს ტაილანდის ქვედა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ისანში). მეზობელი პროვინციებია (სამხრეთიდან საათის ისრის მიმართულებით) საკეო, ნაქონრატჩასიმა, ქონკენი, მაჰასარაქამი და სურინი. სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება კამბოჯის ოდარის მეანჩეს პროვინციას. სახელი „ბურირამი“ ითარგმნება როგორც „ბედნიერების ქალაქი“.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ბურირამის პროვინცია ტაი. บุรีรัมย์ | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Buri Ram | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Buri Ram, Khu Mueang, Krasang, Nang Rong, Nong Ki, Lahan Sai, Prakhon Chai, Ban Kruat, Phutthaisong, Lam Plai Mat, Satuek, Pakham, Na Pho, Nong Hong, Phlapphla Chai, Huai Rat, Non Suwan, Chamni, Ban Mai Chaiyaphot, Non Din Daeng, Ban Dan, Khaen Dong და Chaloem Phra Kiat | ||||
კოორდინატები | 14°59′39″ ჩ. გ. 103°06′08″ ა. გ. | ||||
ფართობი | 10 322 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 594 850 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 155 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 044 | ||||
საფოსტო ინდექსი | 31 | ||||
ოფიციალური საიტი | buriram.go.th | ||||
ბურირამი ხორატის პლატოს სამხრეთ, უკიდურეს ნაწილში მდებარეობს. პროვინციის გარშემო მდებარეობს რამდენიმე ვულკანი. პროვინციის სამხრეთი საზღვარი მთიანი მხარეა და მოიცავს სანკამფაენგის ქედსა და დენგრეკის მთებს შორის მდებარე ნაწილს.
დაახლოებით ათასი წლის წინ, ტერიტორია, რომელიც დღევანდელ ბურირამის პროვინციას შეადგენს, ქხმერების იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ამ პერიოდის მრავალი ნაშთი დღესაც შემორჩენილია ბურირამის ტერიტორიაზე. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ჩამქრალ ვულკანზე მდებარეობს და ფანომის რუნგის ისტორიული პარკის შემადგენელი ნაწილია. იქ ნაპოვნი წარწერის თანახმად, ამ ტერიტორიის მმართველმა ქხმერების მეფე მათ მმართველად სცნო. ტერიტორია შორეული და მჭიდროდ დასახლებული იყო, რასაც რატთანაკოსინის სამეფოს შესახებ დაწერილ ფაქტში ვხვდებით. XIX საუკუნის დასაწყისში, ყველაზე დიდმა ქალაქმა მუანგ პაემ აღიარა ტაილანდის სუვერენიტეტი და ბურირამი ეწოდა. XIX საუკუნის ბოლოს ადმინისტრაციული რეფორმების შემდეგ, ბურირამი ოფიციალურად გახდა ტაილანდის პროვინცია, რომელსაც გუბერნატორი მართავს.
მნიშვნელოვანი რელიგიური დღეების გარდა, ბურირამის პროვინციაში აღინიშნება სონგკრანის დღე და ახალი წელი. სხვა ადგილობრივი ფესტივალებიდან აღსანიშნავია: მე-5 მთვარის თვის ფესტივალი,[1] რა დროსაც მოსახლეობა ლოცულობს, ბუდას ფოტოებს გამოფენს. ამ დროს იმართება სპორტული ღონისძიებებიც. ზოგიერთ რაიონში, როგორიცაა ფუტჰაისონგის ოლქი, ეწყობა ტრადიციული ბანგ ფაის ცეკვების საღამო და ხაო ფჰანსა.
ბურირამის პროვინცია ჩრდილო- აღმოსავლეთ პროვინციებს შორის ერთ-ერთია, სადაც ჩრდილოეთ ქხმერები მოსახლეობის საკმაო ნაწილს შეადგენენ. მოსახლეობის უმეტესობა საურობს ისანურ ენებზე, მაგრამ ბოლო აღწერის თანახმად, მოსახლეობის 27,6% ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩრდილოეთ ქხმერულად მეტყველებს.[2]
პროვინციის გერბზე გამოსახულია ფანომის რუნგის ტაძარი, ქხმერული სტილის ინდუისტური ტაძარი, რომელიც შივას სახელზეა აგებული. ტაძარი ფუნქციონირებდა IX–XII საუკუნეებში, როდესაც ქხმერების რეგიონზე კონტროლი აიუთჰაიას სამეფოს ტაილანდელების მიერ დასრულდა. ტაძრის ნანგრევები ამჟამად ისტორიულ პარკშია დაცული.
პროვინციული ყვავილი არის ყვითელი ბამბის ხე. პროვინციული ხე კი - ვარდისფერი შხაპუნა.
პროვინციის დევიზია: „ქვიშაქვების სიწმინდეების ქალაქი, ვულკანების ქვეყანა, ლამაზი აბრეშუმი, მდიდარი კულტურა და სპორტის საუკეთესო ქალაქი“.
ბურირამი სპორტის ქალაქს წარმოადგენს.[3] ბურირამ იუნაიტედი ტაილანდის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო გუნდია, მას შემდეგ რაც მან მოიგო სახელმწოფო ლიგა, FA თასი, ლიგის თასი და AFC ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალი. ბურირამ იუნაიტედის საშინაო მატჩებს მასპინძლობს ჩანგ არენა, რომელიც ტაილანდური კლუბების საკუთრებაში არსებული უდიდესი საფეხბურთო კლუბია. [4]
ლალისა მანობანი (ტაი: ลลิษา มโนบาล), დაბადების სახელი: პრანპრია მანობანი (ტაი: ปราณปรียา มโนบาล) დაიბადა 1997 წლის 27 მარტს ბურირამას პროვინციაში. ის მეტად ცნობილია თავისი სასცენო სახელით, როგორც ლისა. ლალისა არის ტაილანდელი რეპერი, მომღერალი და მოცეკვავე, რომელიც მოღვაწეობს კორეულ K-pop ჯგუფში, სახელწოდებით Blackpink.
ჩატჩუ-ონ მოქსრი (ტაი: ชัชชุอร โมกศรี) დაიბადა 1999 წელს და ის არის ტაილანდელი პროფესიონალი ფრენბურთელი.
ნევინ ჩიდჩობი (ტაი: เนวิน ชิดชอบ) დაიბადა 1958 წელსმ ბურირამას პროვინციაში. ის არის პოლიტიკოსი და ბურირამ იუნაითედის თავმჯდომარე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.