გალერეა (ფრანგ. Galerie < იტალ. Galleria), შენობის სხვადასხვა ნაწილის დამაკავშირებელი გრძელი გადახურული სათავსი, რომელსაც ერთ-ერთი გრძივი კედლის ნაცვლად სვეტები ან ბოძები, ზოგჯერ კი მათთან ერთად ბალუსტრადაც აქვს. XVI საუკუნის I ნახევრიდან ევროპის სასახლეთა არქიტექტურაში შეიქმნა გალერეის ახალი ტიპი — ვრცელი დარბაზი, გრძივი კედლის გასწვრივ დაყოლებული დიდი სარკმლებით. XVII საუკუნიდან ასეთ გალერეას იყენებდნენ კერძო სამხატვრო კოლექციების გამოსაფენად. ამის გამო, მოგვიანებით გალერეა ეწოდა სამხატვრო მუზეუმებს. თანამედროვე არქიტექტურაში გალერეა სახლების მნიშვნელოვანი ფუნქციური ელემენტია.
- გადატანითი მნიშვნელობით — რიგი (ტიპების გალერეა).
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 636.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.