From Wikipedia, the free encyclopedia
ზოგადობისა და არსებობის დებულებათა გამოყვანა და დასაბუთება ან დედუქციურ თეორიაში ზოგადობისა და არსებობის კვანტორებისათვის პოსტულირებული წესების თანახმად, ანდა ცდას მონაცემების მიხედვით (იხ. ინდუქცია); ტრადიციულ ლოგიკაში — სახეობრივი ცნებიდან გვარობრივ ცნებაზე გადასვლა ზოგიერთი სახეობრივი ნიშნის გამორიცხვის გზით (იხ. ცნება).
მეცნიერული შემეცნების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა — ერთეულიდან, ნაკლებ ზოგადიდან ან დაბალი დონის აბსტრაქციიდან ზოგადზე, უფრო ზოგადზე, მაღალი დონის აბსტრაქციაზე გადასვლა საგანთა საერთო თვისებების, მიმართებების, განვითარების ტენდენციების და ა.შ. გამოვლენის საფუძველზე.
განზოგადება მთელი სისრულით მეცნიერული განვითარების პროცესში ხდება (სითბოს ცნებიდან ენერგიის ცნებაზე გადასვლა ან ევკლიდეს გეომეტრიიდან არაევკლიდურ გეომეტრიებზე გადასვლა და სხვ.) იმისდა მიხედვით, თუ როგორია, თუ როგორია შესამეცნებელ საგანთა არე და კვლევის ამოცანები, არსებობს სხვადასხვა დონე — ემპირიული მასალის განზოგადება, უკვე შემუშავებული ცნებების განზოგადება, არსებული თეორიების განზოგადება და სხვ. (იხ. აგრეთვე აზროვნება).
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.