განხილვა:ამურის ვეფხვი
From Wikipedia, the free encyclopedia
აღსანიშნავია, რომ სხვა (უმეტეს) ვიკიპედიებში ამ სახეობას ან ციმბირის ვეფხვად, ან ალთაის ვეფხვად (ალთაის მთიანეთშიც გვხდება ვეფხვი) მოიხსენიებენ.
- მოდი უკეთ გავერკვეთ:
- ამური რუსეთის ოლქია, სადაც ველურ ბუნებაში ამ ვეფხვის გარკვეული რაოდენობა გვხვდება. ამიტომ რუსულ ვიკიპედიასა და სხვა სლავურ ვიკიპედიებში ამ ვეფხვს ამურის ვეფხვად მოიხსენიებენ. თუმცა ეს ვეფხვი არ გვხდება მარტო ამურში, სახეობა გავრცელებულია მეზობელ ოლქებში და აგრეთვე ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში.
ახლა რაც შეეხება ქართულენოვან სივრცეს აქ მას ყველაზე ხშირად უსურიის ვეფხვს უწოდებენ.
ანუ ახლა ასეთი სიტუაცია გვაქვს:
- თუ გავამყარებთ წყაროებით უმჯობესია ვეფხვის ამ სახეობას ქართულად არ ვუწოდოთ სლავურიდან შემოსული სახელი. ვუწოდოთ ან ციმბირის ვეფხვი ან უსურიის ვეფხვი, მე მეორეს ვემხრობი.
- თუ მაინცდამაინც ვტოვებთ რუსულ სახელს უნდა იყოს არა ამურიის, არამედ ამურის ვეფხვი — ვაროსანი 17:05, 17 აპრილი 2013 (UTC)
- ქსე-ში ან ქე-ში მსგავსი სახელწოდებით (ერთ-ერთი სახელწოდებით) მაინც იქნება სტატია (ამურის, უსურიის ან ციმბირის ვეფხვი). ვფიქრობ, უფრო სანდო და ახალი წყარო არ მოგვეპოვება. — G.G. 06:17, 18 აპრილი 2013 (UTC)
- ქსე-ში ამ სამი სახელიდან არცერთზე არ არსებობს სტატია. არც თავად ვეფხვის სტატიაში არ წერია სახეობები. იქნებ ქე-ში ან სადმე სხვა ლიტერატურაში მაინც იყოს რამე--დათო1010 06:38, 18 აპრილი 2013 (UTC)
ჩემი აზრით, სტატია უნდა გადავიტანოთ ციმბირის ვეფხვზე, ხოლო უსურიის ვეფხვიდან, ამურის ვეფხვიდან და ალთაის ვეფხვიდან გაკეთდეს მასზე გადამისამართება--შოთა [UT] 10:57, 18 აპრილი 2013 (UTC)