From Wikipedia, the free encyclopedia
გარეგინ ტერ-ჰარუთიუანიანი (სომხ. Գարեգին Տէր Յարութիւնեան; დ. 1886 წლის 1 იანვარი, კზნუტი, რუსეთის იმპერია - გ. 1955 წლის 21 დეკემბერი, ვლადიმირი, საბჭოთა კავშირი) ასევე ცნობილი როგორც გარეგინ ნჟდე (სომხ. Գարեգին Նժդեհ) — სომეხი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო სტრატეგი. ის იყო სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრი და მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას პირველი ბალკანეთის ომისა და პირველი მსოფლიო ომის დროს და გახდა სომხეთის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (1918–1921).[1][2]
გარეგინ ტერ-ჰარუთიუანიანი | |
---|---|
Գարեգին Տէր Յարութիւնեան | |
მეტსახელი | გარეგინ ნჟდე |
ეროვნება | სომხები |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1886 |
დაბადების ადგილი | კზნუტი, ერევნის გუბერნია , რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 21 დეკემბერი, 1955 (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვლადიმირი, რუსეთის სსრკ, საბჭოთა კავშირი |
სამხედრო სამსახურის წლები |
1907–1921 1942–1944 |
წოდება | სპარაპეტი |
ბრძოლები/ომები |
პირველი ბალკანეთის ომი მეორე ბალკანეთის ომი სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა პირველი მსოფლიო ომი კავკასიის კამპანია სომხეთ-აზერბაიჯანის ომი |
ჯილდოები | წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, Order of Bravery, წმინდა გიორგის II ხარისხის ჯვარი, III ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი |
1921 წელს ის იყო მთავარი ფიგურა მთიანი სომხეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში (ანტიბოლშევიკური სახელმწიფო), რომელიც გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია სიუნიკის პროვინციის საბჭოთა სომხეთში შესვლა.[3][4] მეორე მსოფლიო ომის დროს, გარეგინი დაეხმარა ვერმახტის სომხურ ლეგიონს სსრკ-ს წინააღმდეგ ომში, იმ იმედით, რომ თუ გერმანია წარმატებას მიაღწევდა და სსრკ-ს დაიპყრობდა, სომხეთი დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.[5][6]
გარეგინ ტერ-ჰარუთიუნიანი დაიბადა 1886 წლის 1 იანვარს, ნახჩივანში, სოფელ კზნუტში. ის იყო ყველაზე უმცროსი ოთხი დედმამიშვილიდან. მან დაკარგა მამა, ტერ ეგიშე, ადრეულ ბავშვობაში. ნჟდე სწავლობდა ნახჭევანის რუსულ სკოლაში და შემდეგ სწავლა განაგრძო ტფილისის გიმნაზიაში. ცოტა ხნის შემდეგ იგი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სწავლა განაგრძო ადგილობრივ უნივერსიტეტში. იურიდიულ ფაკულტეტზე ორწლიანი სწავლის შემდეგ, მან დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და დაბრუნდა კავკასიაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სომხურ ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად. 1906 წელს ნჟდე გადავიდა ბულგარეთში, სადაც დაასრულა განათლება სოფიის დიმიტრი ნიკოლოვის სამხედრო კოლეჯში და 1907 წელს მიიღო ჯარში ლეიტენანტის წოდება.
იმავე წელს იგი დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში. 1908 წელს იგი შეუერთდა სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას და მონაწილეობა მიიღო ირანის რევოლუციაში იეფრემ ხანთან და სებასტიელ მურადთან ერთად. 1909 წელს, კავკასიაში დაბრუნებისთანავე, ნჟდე რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და სამი წლით ციხეში ჩასვა. 1912 წელს, გენერალ ანდრანიკ ოზანიანთან ერთად, იგი შეუერთდა ეთნიკური სომხების ბატალიონს ბულგარეთის არმიის მაკედონიურ-ადრიანოპოლიტურ მოხალისეთა კორპუსში ბალკანეთის ომებში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მონაწილეობა მიიღო თრაკიისა და მაკედონიის დასაპყრობ კამპანიებში. ბალკანეთის მეორე ომის დროს იგი დაიჭრა. ბრძოლაში სიმამაცისა და თავდადების გამო ბულგარეთის სამხედრო ხელისუფლებამ ნჟდეს მიანიჭა მამაცობის ჯვარი.[7]
პირველ მსოფლიო ომამდე, 1914 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ ამნისტიის შემდეგ, ნჟდე დაბრუნდა კავკასიაში, რათა მოემზადებინა სომხური მოხალისე ქვედანაყოფები რუსეთის არმიაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ომის საწყის ეტაპზე, 1915 წელს, იგი დაინიშნა დრასტამატ კანაიანის მოადგილედ, რომელიც ხელმძღვანელობდა მე-2 მოხალისეთა ბატალიონს. მოგვიანებით, 1916 წელს, იგი მეთაურობდა სპეციალურ სომხურ-ეზიდურ სამხედრო ნაწილს. რუსეთის რევოლუციისა და რუსული არმიის გაყვანის შემდეგ, ნჟდემ წამოიწყო შეტაკებები ალაჯაიში, რამაც უზრუნველყო სომხური ძალების ალექსანდრაპოლში უსაფრთხო გადასვლა.
ქვეყანა | ჯილდო | წელი | ||
---|---|---|---|---|
ბულგარეთი | მამაცობის ორდენი | სიმამაცისთვის | 1912 წლის 16 ნოემბერი | |
რუსეთის იმპერია | წმინდა ვლადიმირის ორდენი | მე-3 კლასი | 1915, 1918 | |
წმინდა ანას ორდენი | მე-4 კლასი | 1915 | ||
წმინდა გიორგის ჯვარი | მე-3 კლასი | 1916 | ||
წმინდა გიორგის ჯვარი | მე-2 კლასი | 1916 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.