From Wikipedia, the free encyclopedia
გასპარ დე გუსმან ოლივარესი - (ესპ. Gaspar de Guzmán y Pimentel, Conde-Duque de Olivares; 6 იანვარი 1587, რომი, იტალია - 22 ივლისი 1645, ტორო, ესპანეთი) — ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი, ჰერცოგი (1621 წლიდან), ფილიპე IV-ის ფავორიტი.
1621-163 წწ. პირველი მინისტრი. ხელთ იგდო განუსაზღვრელი ძალაუფლება. ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემის პირობებში ცდილობდა ადმინისტრაციული აპარატის განმტკიცებას, ახშობდა პროვინციების სეპარატისტულ მისწრაფებებს. მისი ინიციატივით ესპანეთი ჩაება ოცდაათწლიან ომში (1618-1648), აგრეთვე განაახლა ომი შეერთებული პროვინციების რესპუბლიკასთან (1621 წ.). მისი მმართველობის დროს დაიწყო აჯანყება კატალონიაში (1640 წ.), იმავე წელს პორტუგალია გამოეყო ესპანეთს. 1643 წელს გასპარ ოლივარესი გადააყენეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.