From Wikipedia, the free encyclopedia
გაჯა მადას უნივერსიტეტი ― საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი სლემანში, ჯოკიაკარტის სპეციალურ რეგიონში, ინდონეზიაში. ოფიციალურად დაარსდა 1949 წლის 19 დეკემბერს. გაჯა მადას უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით.[7][8] გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია ინდონეზიაში და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება ქვეყნის მასშტაბით. QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა ინდონეზიის მასშტაბით და 231-ე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით.[9][10][11]
დაფუძნდა | 1949[1] |
---|---|
ატარებს სახელს | გაჯა მადა |
ტიპი | საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[2] , უნივერსიტეტი და უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება[3] |
მისამართი | Bulaksumur[1] |
ქვეყანა | ინდონეზია[2] [3] |
ტელეფონი | +622746492599[4] |
კავშირები | ASEAN University Network[5] და ASEAN European Academic University Network[6] |
https://www.ugm.ac.id[4] |
უნივერსიტეტი 1940-იან წლებში ნიდერლანდელთა მმართველობის დროს დაარსდა და პირველი სამედიცინო ფაკულტეტი იყო, სადაც აბორიგენ ინდონეზიელებს იღებდნენ.[12][13][14]
უნივერსიტეტი 18 ფაკულტეტსა და 27 კვლევით ცენტრს მოიცავს. ფუნქციონირებს 68 საბაკალავრო, 23 სადიპლომო, 104 სამაგისტრო და სპეციალური, 43 სადოქტორო და 4 პოსტსადოქტორო სასწავლო პროგრამა. უნივერსიტეტში დაახლოებით 55 000 სტუდენტი და 1 187 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. პერსონალის რაოდენობა 2 500 ადამიანს აღწევს.[15][16] უნივერსიტეტის კამპუსი 360 აკრზეა (150 ჰექტარი) განლაგებული და დაწესებულებებთან ერთად სტადიონსა და ფიტნეს ცენტრსაც მოიცავს.[17]
უნივერსიტეტს სახელი ეწოდა XIV საუკუნეში მაჯაპაჰიტის მმართველის, გაჯა მადას პატივსაცემად, რომელიც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ინდონეზიელი ერის პირველ გამაერთიანებლად მიიჩნევა.[18][19] უნივერსიტეტის სახელწოდებაში დღემდე შემორჩენილია ნიდერლანდების ხანის მართლწერა. 1985 წელს გაჯა მადას უნივერსიტეტში სატყეო საქმის ხარისხი მიიღო ინდონეზიის მეშვიდე და დღევანდელმა პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ.[20]
გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია ინდონეზიაში. უნივერსიტეტი ნიდერლანდების გავლენის პერიოდში დაარსდა. ამ პერიოდშივე ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტიდან ჯოკიაკარტაში გადავიდა.[21]
გაჯა მადას უნივერსიტეტი 1949 წელს N23 სამთავრობო განკარგულების საფუძველზე დაარსდა მანამდე არსებული კოლოჯების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის განკარგულება 16 დეკემბერს მიიღეს, გაჯა მადას უნივერსიტეტის ინაუგურაცია 19 დეკემბერს გაიმართა, რაც სპეციალურად დაუმთხვიეს ერთი წლით ადრე ნიდერლანდელების მიერ განხორციელებულ ოპერაცია კრააის დაწყების თარიღს.[21]
დაარსების დროს უნივერსიტეტში ექვსი ფაკულტეტი ფუნქციონირებდა: მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის, სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ინჟინერიის, პედაგოგიკისა და ფილოსოფიის, სოფლის მეურნეობის და ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტები.
1952 წლიდან 1972 წლამდე სამართლის, სოციალურ და მეცნიერებათა ფაკულტეტი ორ ფაკულტეტად: სურაბაიას სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტად და განათლებისა და მასწავლებელთა წვრთნის ფაკულტეტად გაიყო, რომელიც შემდგომში დღევანდელი ჯოკიაკარტის სახელმწიფო უნივერსტიტეტს შეუერთდა.[22]
უნივერსიტეტის მთავარ შენობას ბალაირუნგი ეწოდება, რომელიც რექტორატის შენობაა სლემანის სარეგენტოში. მახლობლად მდებარე Graha Sabha Pramana-ში გამოსაშვები ცერემონიები იმართება. უნივერსიტეტის კამპუსი მოიცავს ბიბლიოთეკას, სპორტულ ცენტრს, რომელიც სტადიონს, ჩოგბურთის მოედანსა და კალათბურის მოედანს მოიცავს.
უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი სლემანის სარეგენტოში მდებარეობს, ხოლო ზოგიერთი დაწესებულება (მათ შორის პროფესიული სკოლა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნაწილი) ქალაქ ჯოკიაკარტაში მდებარეობს.
გაჯა მადას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 18 ფაკულტეტს მოიცავს, სადაც ბაკალავრიატიდან პოსტსადოქტორო დონემდე პროგრამები ისწავლება. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული სკოლაც.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიოლოგიის, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის, ცხოველთა მეცნიერებების, კულტურის მეცნიერებების, სტომატოლოგიის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ინჟინერიის, სატყეპო საქმის, გეოგრაფიის, სამართლის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, ფარმაციის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტები.
უნივერსიტეტს 24 საუნივერსიტეტო კვლევითი და სასწავლო ცენტრი აქვს:[23] აგროეკოლოგიისა და მიწის რესურსების კვლევების, აზია-წყნარი ოკეანის კვლევების, კატასტროფების კვლევების, ბიოტექნოლოგიის კვლევითი, ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის კვლევების, ეკონომიკური დემოკრატიის კვლევების, ენერგიის კვლევების, კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებისა და ნარკოტიკების პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის კვლევების, კულტურის კვლევების, მოსახლეობისა და პოლიტიკის კვლევების, გარემოს კვლევების, პანჩა სილის კვლევების, ფარმაცევტული მრეწველობისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიის კვლევების, სურსათისა და კვების კვლევების, ტურიზმის კვლევების, სასოფლო და რეგიონული განვითარების კვლევების, ბიოლოგიური რესურსების მენეჯმენტის, მსოფლიო ვაჭრობის კვლევების, რეგიონული განვითარების დაგეგმარების კვლევების, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სოციალური კვლევების, საზღვაო რესურსების გავითარებისა და ტექნოლოგიის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კვლევების და ქალების კვლევების ცენტრები.
უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ჯოკო ვიდოდო ― ინდონეზიის მე-7 პრეზიდენეტი, ბოედიონო ― ინდონეზიის მე-11 ვიცე-პრეზიდენტი, პარი ვარჯიიო ― ინდონეზიის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი, ბუდი კარია სუმადი ― ინდონეზიის 38-ე ტრანსპორტის მინისტრი, ბრიჯიდა ანტონია კორეია ― აღმოსავლეთ ტიმორის პარლამენტის წევრი, რეტნო მარსუდი ― ინდონეზიის მე-17 საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.