ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი From Wikipedia, the free encyclopedia
გენო აკაკის ძე ადამია (დ. 8 მარტი, 1936, სენაკი — გ. 28 სექტემბერი, 1993, სოხუმი) — ქართველი გენერალ-მაიორი (1993), აფხაზეთის ომის მონაწილე (1992–1993). საქართველოს ეროვნული გმირი (2020), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (1994).
გენო ადამია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1936 |
დაბადების ადგილი | სენაკი, სამეგრელო, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 28 სექტემბერი, 1993 (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სოხუმი, აფხაზეთის არ, საქართველო |
კუთვნილება |
სსრკ საქართველო |
ჯარის სახეობა | სახმელეთო ჯარები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1992-1993 |
წოდება |
გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები |
აფხაზეთის ომი: ბრძოლა სოხუმისთვის და სხვა |
ჯილდოები |
გენო ადამია დაიბადა სენაკში, სამეგრელოში. სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი.[1]
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. მალევე, დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გენერალმა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს.[2]
1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.