გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ქვემორე სტატია შეიცავს ბოლოს განახლებულ მონაცემებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დღესდღეობით არსებულ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შესახებ.
უმაღლეს სასწავლებელთა მოცემულ ნუსხაში მითითებულია სასწავლო დაწესებულების მესაკუთრე, სტატუსი, დაარსების თარიღი და სტუდენტების რაოდენობა.
2018-19 წლების ზამთრის სემესტრის დამდეგს გერმანიაში ფუნციონირებდა 426 უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაგან შემდეგი პროფილისა და სტატუსის დაწესებულებებია:
- 106 უნივერსიტეტი,
- 6 პედაგოგიკური უმაღლესი სკოლა,
- 16 თეოლოგიური უმაღლესი სკოლა,
- 52 სახელოვნებო უმაღლესი სკოლა,
- 216 სპეციალური უმაღლესი სკოლა,
- 30 ადმინისტრირების სპეციალური უმაღლესი სკოლა.[1]
არსებული 426 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან 120 სუბიექტი წარმოადგენს კერძო მფლობელობაში არსებულ უმაღლეს სასწავლებელს.[2]
ცალკე შეგიძლიათ იხილოთ აგრეთვე:
- გერმანიის კერძო უმაღლესი სასწავლებლების სია.
- გერმანიის სპეციალური უმაღლესი სასწავლებლების სია.
რაოდენობრივად ყველაზე დიდი გერმანული უმაღლესი სასწავლებელი იყო ჰაგენის დისტანციური იგივე დაუსწრებელი სწავლების უნივერსიტეტი, რომელშიც 2019 წლის დასასრულს 70 000 სტუდენტი ირიცხებოდა იმატრიკულაციის წესით.