From Wikipedia, the free encyclopedia
გვრიტჩიტასნაირნი (ლათ. Pteroclidiformes, ძველად — Pterocletiformes) — ფრინველების რიგი. აქვთ 33-37 სმ სიგრძის სხეული, პატარა თავი, გრძელი ფრთები, სოლისებრი ბოლო. გალო შებუმბლულია, უკანა თითი - რუდიმენტული ან ანრიფირებული. მათ ბუმბულს აქვს წყლის შეწოვის უნარი, რაც აუცილებელია მშრალ პირობებში ცხოვრებისათვის. შეფერილობაში ჭარბობს ნარინჯისფერ-წითელი; გავრცელებული არაიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. მოიცავს ერთადერთ ოჯახს — გვრიტჩიტასებრნი (ლათ. Pteroclididae). რიგში 16 სახეობაა. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება 2 - შავმუცელა გვრიტჩიტა(ლათ. Pterocles orientalis) და თეთრმუცელა გვრიტჩიტა (ლათ. Pterocles alchata). გვრიტჩიტასნაირნი ცხოვრობენ უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოში. ბუდობენ მიწაზე. დებენ 2-4 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 1 თვემდე. იკვებებიან სარეველას თესლით, მწერებით.
გვრიტჩიტასნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pteroclidiformes Huxley, 1868 | ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.