From Wikipedia, the free encyclopedia
გივი ყვარელაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1945, თბილისი — გ. ივლისი, 2011) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994), საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1970). ღირსების ორდენისა (1996) და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.
პირადი ინფორმაცია | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გივი გიორგის ძე ყვარელაშვილი | ||
ეროვნება | ქართველი | ||
დაბ. თარიღი | 5 სექტემბერი, 1945 | ||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდ. თარიღი | 7 ივლისი, 2011 (65 წლის) | ||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
წონა | -62 კგ | ||
სპორტი | |||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||
სპორტი | ჭიდაობა | ||
სახეობა | თავისუფალი ჭიდაობა | ||
კლუბი |
„ბურევესტნიკი“ (თბილისი) „სპარტაკი“ (თბილისი) „ლოკომოტივი“ (თბილისი). | ||
მწვრთნელი | გიორგი როსტიაშვილი | ||
ჯილდოები |
|
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის შსს უმაღლესი აკადემია.
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების გენერლებს შორის ყველაზე მეტი სპორტული და სამსახურებრივი მიღწევების მქონე. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელი (1974), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1971), ვერცხლისა (1970) და ბრინჯაოს (1968) მედალოსანი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. პროფკავშირების საკავშირო სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი (მწვრთნელი — გ. როსტიაშვილი). საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე (1988–1991). საქართველოს შსს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე (1994–2000).
საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1965–1976), საბჭოთა კავშირის ნაკრების გუნდის მწვრთნელი (1976–1979). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი თავისუფალ ჭიდაობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.