From Wikipedia, the free encyclopedia
გიზის ნეკროპოლისი (არაბ. جيزة يسروبوليس) — არქეოლოგიური ძეგლი ეგვიპტეში, კაიროს სიახლოვეს, გიზის პლატოზე. უძველესი მონუმენტების ეს კომპლექსი მოიცავს სამი პირამიდის კომპლექსს, რომლებიც დიდი პირამიდების სახელითაა ცნობილი, მასიურ სკულპტურას, როლებსაც დიდი სფინქსის სახელით ვიცნობთ, რამდენიმე სასაფლაოს, მუშათა სოფელს და საწარმოო კომპლექსს. მდებარეობს ტრიალ უდაბნოში, უძველეს ქალაქ გიზიდან 9 კმ-ში, ნილოსის ნაპირზე, კაიროს ცენტრიდან 25 კმ-ით სამხრეთ დასავლეთით. პირამიდები, რომლებიც დასავლელთა თვალში ყოველთვის უძველესი ეგვიპტური ცივილიზაციის სიმბოლოდ აღიქმებოდა, პოპულარული გახდა ჯერ კიდევ ელინისტურ ხანაში, იმ დროინდელმა ბერძენმა პოეტმა ანტიპატრ სიდონელმა ერთ-ერთ საოცრებად დაასახელა მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის. ამავე დროს, ისინი ყველაზე ძველია ძველ შვიდ საოცრებას შორის და ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.
მემფისი და მისი ნეკროპოლისი — გიზისა და დაჰშურის პირამიდების ველი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ეგვიპტე |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, vi |
სია | |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები |
კოორდინატები | 29°58′34″ ჩ. გ. 31°07′58″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 86 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 86 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1979 წელს, მთლიანი არქეოლოგიური კომპლექსი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.