გიონგბოკგუნგი
From Wikipedia, the free encyclopedia
გიონგბოკგუნგი (კორ. 경복궁) — აგრეთვე ცნობილი როგორც გიონგბოკგუნგის სასახლე ან გიეონგბოკის სასახლე, იყო მთავარი სამეფო სასახლე ჩოსონის დინასტიის პერიოდში, რომელიც დღესდღეობით მდებარეობს სამხრეთ კორეაში, სეულის ჩრდილოეთ ნაწილში. ის აშენდა 1395 წელს. გიონგბოკგუნგი არის ყველაზე დიდი ხუთ უმნიშვნელოვანეს სასახლეებს შორის, რომელიც ჯოსეონის დინასტიის პერიოდში აიგო. გიონგბოკგუნგი იყო როგორც ჯოსეონის დინასტიის იმპერატორების, ასევე იმპერატორთა ოჯახების და ჯოსეონის მთავრობის სასახლე.
გიონგბოკგუნგი აგრძელებდა ფუნქციონირებას, როგორც ჯოსეონის დინასტიის მთავარი სასახლე, მანამ, სანამ ის იმჯინის ომის დროს ცეცხლმა არ გაანადგურა, ამის შემდეგ კი ის ორი საუკუნის განმავლობაში მიტოვებული იყო. თუმცა XIX საუკუნეში პრინც ჰეუნგსეონ დაევონგუნის მეთაურობით მეფე გოჯონგის მმართველობის პერიოდში ყველა სასახლის 7 700 ოთახი აღდგენილი იქნა. 500-მდე შენობა კი 40 ჰექტარზე იქნა აღდგენილი. უძველესი კორეის არქიტექტურული პრინციპები გათვალისწინებული იქნა ჯოსეონის სამეფო კარის ტრადიციების აღწერაში.
XX საუკუნეში სასახლის დიდ ნაწილი სისტემატურად გაანადგურა იაპონიის იმპერიამ. მას შემდეგ კედლებით გარშემოვლილ სასახლის კომპლექსს თანდათანობით ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და პირვალდენ სახეს დაუბრუნდა. დღესდღეობით სასახლე ითვლება ყველაზე ლამაზ და დიდებულ სასახლედ ხუთ უმნიშვნელოვანეს სასახლეს შორის. მის შემადგენლობაში და დაქვემდებარებაშია კორეის სასახლის ეროვნული მუზეუმი და ეროვნული ხალხური მუზეუმი, რომელიც სასახლის კომპლექსში მდებარეობს.