From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი II — აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957 წლებში, კონსტანტინე III-ის ძე.
გიორგი II | |
---|---|
ხოფის ეკლესიის წარწერა სადაც მოხსენიებულია მეფე გიორგი და მისი ქალიშვილი გურანდუხტი. | |
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 922 |
მმართ. დასასრული: | 957 |
წინამორბედი: | კონსტანტინე III |
მემკვიდრე: | ლეონ III |
გარდ. თარიღი: | 957 |
შვილები: | კონსტანტინე, გურანდუხტი |
მამა: | კონსტანტინე III |
მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა ქართლი, რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი კონსტანტინე დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე ლეონი (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II კახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გიორგი II-ის ასული გურანდუხტი გურგენ მეფეთა მეფის მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს. გიორგი II-მ დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.
აბხაზთ მეფეთა ქრონიკაში ვკითხულობთ:
„წელსა :შჱ: აბხაზთა მეფემან გიორგიმ მარტვილი აღაშენა.“ |
მარტვილის ტაძრის წარწერა რომელიც მოჰყავს ბროსეს თავის Voyage-ში (Rap. VII, 12):
„---ႫႴჁ----Ⴀ ႺႾႰႡႧ ႠႶႠႸႤႬႠ Ⴜ~Ⴀ ႱႠႬႠႧႪႠ----“ | |
((ღმერთო დიდებულო) მეფე აფხაზთა (ქართველთა, კახთა და ყოვლისავე საქართველოჲსა გიორგი დაიცევ) ცხოვრებით (?) აღაშენა წმინდა სანათლა(ვი)) |
მოშორებით ზევით:
„ႣႱ--ႧႢႬ----Ⴀ ႼႪႧႠ Ⴕ: ႵႰႩႱႠ: ႱႨႥ:“ | |
(დას(აბამი)თგან(თა) წელთა (ს)ქ, ქორონიკონსა: სივ) |
წინამორბედი: კონსტანტინე III |
აფხაზეთის მეფე 922 - 957 |
შემდეგი: ლეონ III |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.