გოლდა მეირი
From Wikipedia, the free encyclopedia
გოლდა მეირი (ებრ. גּוֹלְדָּה מֵאִיר, ნამდვ. ფამ მეერსონი, დაბ. მაბოვიჩი; დ. 3 მაისი, 1898, კიევი — გ. 8 დეკემბერი, 1978, იერუსალიმი, ისრაელი) — ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი (1969–1974).
გოლდა მეირი | |
---|---|
ებრ. גולדה מאיר | |
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1898(1898-05-03)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | უკრაინა, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია[6] |
გარდაცვალების თარიღი | 8 დეკემბერი, 1978(1978-12-08)[7] [8] [9] [10] [2] [4] [5] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | იერუსალიმი |
მოქალაქეობა |
ბრიტანული მანდატი პალესტინაში ისრაელი |
განათლება | უისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტი, North Division High School და Wisconsin State College of Milwaukee |
მეუღლე/ები | Morris Meyerson |
შვილ(ებ)ი | Menahem Meir |
ჯილდოები | Colorado Women's Hall of Fame[11] , ისრაელის პრემია, ბარ-ილანის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of Brandeis University, Order of the Quetzal, Order of the Liberator, Order of the Equatorial Star, Order of José Matías Delgado და იერუსალიმის საპატიო მოქალაქე |
გოლდა მეირი დაიბადა კიევში, რუსეთის იმპერიაში (ამჟამად უკრაინა) მოიშე-იცხოკისა და ბლიუმა მაბოვიჩების ოჯახში. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გადავიდა მილუოკიში, უისკონსინი (აშშ) 1906 წელს. დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი, ასწავლიდა საშუალო სკოლებში. 1915 წელს შევიდა მემარცხენე სიონისტთა ორგანიზაცია „პოალეი ციონ“ და პალესტინაში გადავიდა მეუღლესთან მორის მეიერთან ერთად 1921 წელს. 1956 წელს დავიდ ბენ-გურიონის თხოვნით შეიცვალა გვარი მეირით.
1924 წლიდან თელ-ავივში ცხოვრობდა. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე პროფკავშირებში და სამთავრობო ორგანიზაციებში, 1949 წლამდე კნესეთში არჩევამდე. 1949-56 წლებში შრომის მინისტრია, 1956–1966 წლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდა ლევი ეშკოლის გარდაცვალების შემდეგ. მისი მმართველობის პერიოდში მმართველ პარტიაში სერიოზული უთანხმოებები და დავები ხდებოდა, რაც განპირობებული იყო ლიდერული ხედვის უკმარისობით და სტრატეგიული შეცდომებით. საბოლოოდ ეს უთანხმოებები 1973 წელს განკითხვის დღის ომის წარუმატებლობის მიზეზი გახდა. გოლდა მეირმა ლიდერობა იცხაკ რაბინს გადასცა.
გარდაიცვალა 1978 წელს იერუსალიმში და დაკრძალულია იქვე, ჰერცელის მთაზე. 1982 წელს მასზე გადაიღეს მხატვრული ფილმი „ქალი, რომელსაც გოლდა ერქვა“.