![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
გორვაში (სვანეთის ქედი)
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებ / From Wikipedia, the free encyclopedia
გორვაში — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2899 მ. აგებულია იურული ასაკის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარე ენგურისა (მესტიის მუნიციპალიტეტი) და ცხენისწყლის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) ხეობებს.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორვაში. |
სწრაფი ფაქტები გორვაში ...
გორვაში | |
---|---|
კოორდინატები: 42°53′14″ ჩ. გ. 42°58′35″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 2899 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
აკავშირებს | ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს |
ამგებელი ქანები | იურული ასაკის თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლანდშაფტი | ალპური |
დახურვა