From Wikipedia, the free encyclopedia
გრასა მაშელი (პორტ. Graça Machel, დაბ. გრასა სიმბინე; 17 ოქტომბერი 1945) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და მოზამბიკის პოლიტიკოსი. მოზამბიკის ყოფილი პრეზიდენტის, სამორა მაშელის (დაიღუპა ავიაკატასტროფაში) მეუღლე. 1998 - 2013 წლებში — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტ ნელსონ მანდელას მეუღლე. 2007 წლიდან ბრიტანეთის იმპერიის ორდენის საპატიო დამა-კომანდორი. ერთადერთი ქალი მსოფლიო ისტორიაში,რომელიც ორი სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი ლედი გახდა (მოზამბიკი 1975-1986 წლებში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1998-1999 წლებში).[1]
გრასა მაშელი | |
---|---|
გრასა მაშელი 2010 წელი | |
დაბადების სახელი | გრასა სიმბინე |
დაბადების თარიღი |
17 ოქტომბერი, 1945 (75 წლის) პორტუგალიის აღმოსავლეთ აფრიკა, მოზამბიკი |
მოქალაქეობა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
განათლება | ლისაბონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | კეიპტაუნის უნივერსიტეტის კანცლერი |
პარტია | მოზამბიკის განთავისუფლების ფრონტი |
მეუღლე(ები) |
სამორა მაშელი (1975—1986) ნელსონ მანდელა (1998—2013) |
შვილ(ებ)ი | 2 |
გრასა სიმბინე დაიბადა მამის გარდაცვალებიდან 17 დღის შემდეგ სოფელ ინკადინში, ღაზას პროვინციაში, პორტუგალიის აღმოსავლეთ აფრიკაში (თანამედროვე მოზამბიკი).[2]იგი ექვსი შვილიდან უმცროსი იყო.
ბავშვობაში გოგონა მეთოდისტების მისიის აქტივისტი იყო. მისიამ დააფინანსა გრასას სწავლა ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია), სადაც მან გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი უცხო ენების მიმართ. სწავლობდა რომანულ ენებს.გარდა პორტუგალიურისა, ის კარგად საუბრობს, ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ ენებზე. 1973 წელს მოზამბიკში დაბრუნდა და შეუერთდა მოზამბიკის განთავისუფლების ფრონტს (FRELIMO).
მას შემდეგ, რაც მოზამბიკმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1975 წელს, პრეზიდენტმა მაშელმა გრასა განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშნა (30 წლის ასაკში). მისი მოღვაწეობის პერიოდში დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. იმავე წელს გრასა პრეზიდენტ სამორა მაშელს გაჰყვა ცოლად. მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ანგარიშის მომზადებაში ბავშვებზე შეიარაღებული კონფლიქტის გავლენის შესახებ (Report on the Impact of Armed Conflict on Children).[3][4][5][6]
1999 წლიდან არის კეიპტაუნის უნივერსიტეტის კანცლერი. 2012 წლიდან ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევების სკოლის პრეზიდენტი.[7][8][9]
ნელსონ მანდელა გარდაიცვალა 2013 წლის 5 დეკემბერს. გრასა მაშელმა მონაწილეობა მიიღო გამოსამშვიდობებელ ცერემონიალში და ერთ-ერთი მათგანი იყო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჯეიკობ ზუმასთან ერთად, ვინც ნელსონ მანდელას დაკრძალვის დროს ცგუნუს სასაფლაოზე დაუშვეს.
გრასა 1975 წელს დაქორწინდა სამორა მაშელზე, მოზამბიკის პირველ პრეზიდენტზე. ერთად მათ ორი შვილი შეეძინათ: ქალიშვილი ჯოსინა (დაიბადა 1976 წლის აპრილში) და ვაჟი მალეგანე (დაიბადა 1978 წლის დეკემბერს). სამორა მაშელი დაიღუპა1986 წელს, როდესაც მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი ჩამოვარდა მოზამბიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვართან.[10]
ჯოსინა ქალთა უფლებების დამცველია და 2020 წელს BBC 100 ქალთა სიაში მოხვდა.
52 წლის გრასა მაშელი მეორედ დაქორწინდა ნელსონ მანდელაზე იოჰანესბურგში 1998 წლის 18 ივლისს, როდესაც მანდელა 80 წლის გახდა. იმ დროს ნელსონ მანდელა იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი აპართეიდის შემდეგ. იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 2013 წლის 5 დეკემბერს.[11]
1995 წელს გრასა მაშელმა მიიღო ნანსენის სახელობის მედალი [12] მისი გრძელვადიანი ჰუმანიტარული საქმიანობის აღიარების ნიშნად, განსაკუთრებით დევნილ ბავშვთა გადარჩენისთვის. მიიღო 1992 წლის აფრიკის პრემია, რომელიც ყოველწლიურად ენიჭება პიროვნებას, ვინც ხელი შეუწყო აფრიკაში შიმშილის აღმოფხვრას 2000 წლისთვის. მას ასევე მიენიჭა ასტურიის პრინცის პრემია.
2007 წლიდან ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი -კომანდორი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.