From Wikipedia, the free encyclopedia
გრეტა ტუნბერგი (დ. 3 იანვარი, 2003) — შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომლის მიერ წამოწყებულმა „სასკოლო გაფიცვებმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გრეტა ცნობილია მისი პირდაპირი, ხისტი საუბრით.
გრეტა 15 წლის იყო, როდესაც 2018 წელს დაიწყო პარასკევის გატარება შვედეთის პარლამენტის წინ და მოითხოვდა შვედეთის მთავრობის აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. გრეტას მალევე სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
2019 წელს, ჟურნალმა „Time“ გრეტა დაასახელა წლის ადამიანად. გრეტა ასევე 2019 და 2020 წელს იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.
გრეტა ტუნბერგი დაიბადა 2003 წლის 3 იანვარს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში,[1][2] საოპერო მომღერლის მალენა ერნმანისა და მსახიობის სვანტე ტუნბერგის ოჯახში.[3] მისი პაპა არის მსახიობი და რეჟისორი ოლოფ ტუნბერგი.[4][5]
ტუნბერგმა პირველად კლიმატის ცვლილების შესახებ 2011 წელს შეიტყო, როდესაც ის რვა წლის იყო, და დაინტერესდა თუ რატომ კეთდებოდა მცირე რამ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ.[6] ამის გაგების შემდეგ გრეტა დეპრესიაში ჩავარდა, შეწყვიტა ლაპარაკი და ჭამა, ორ თვეში დაკარგა ათი კილოგრამი.[7] საბოლოოდ, მას დაუდგინეს ასპერგერის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და შერჩევითი მუმიზმი.[6] ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში ტუნბერგმა ისაუბრა თავის დაავადებაზე და თქვა, რომ იგი „მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში საუბრობს“.[6]
გრეტა სამი-ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, სანამ სკოლაში გაფიცვას დაიწყებდა.[8] როდესაც გრეტამ პირველად დაიწყო პროტესტი, მისმა მშობლებმა არ დაუჭირეს მხარი მის აქტივიზმს. გრეტას მამამ თქვა, რომ მას არ მოსწონდა ის, რომ გრეტა სკოლას აცდენდა, მაგრამ განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ მას, რომ მას სურს პროტესტი. მას შეუძლია სახლში იჯდეს და იყოს ნამდვილად უბედური, ან გააპროტესტებს და ბედნიერი იქნება“.[9]
ტუნბერგს მიაჩნია, რომ გლობალური დათბობის გამო კაცობრიობა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის და პასუხისმგებლობის გრძნობას უზრდის მოზრდილთა დღევანდელ თაობას. თავისი გლობალური დათბობის პრობლემების გასამახვილებლად და ხშირად ბიზნესმენბზე და პოლიტიკურ ლიდერებზე უხეშად საუბრობს.
ტუნბერგი აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებას არაპროპორციული გავლენა ექნება ახალგაზრდებზე, იგი ამტკიცებს, რომ მის თაობას შესაძლოა მომავალი აღარ ჰქონდეს.[10]
2019 წლის გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე,გრეტამ შემდეგი სიტყვა წარმოთქვა:
„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ,“ - მიმართა აუდიტორიას გრეტამ.მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერების დაშვებით ნადგურდება ეკოსისტემები, პოლიტიკოსებს კი მხოლოდ „ფული ადარდებთ“ და ჰყვებიან „ზღაპრებს დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე[11].“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.