დადიაში
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში / From Wikipedia, the free encyclopedia
დადიაში — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3540 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთაზე არის მცირე ზომის მყინვარი. კალთები ძლიერ დანაწევრებული და გაშიშვლებულია. დადიაშზე შემორჩენილია რელიეფის ძველი მყინვარული ფორმები.
სწრაფი ფაქტები დადიაში ...
დადიაში | |
---|---|
დადიაში | |
კოორდინატები: 42°51′32″ ჩ. გ. 43°03′24″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3540 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
დახურვა