From Wikipedia, the free encyclopedia
დაიკონი (ლათ. Raphanus sativus subsp. acanthiformis) — მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახის ბოლოკის გვარისა, ძირხვენა ბოსტნეული კულტურა. წარმოშობილია ჩინეთში, ველური სახით არ გვხვდება. ერთ- ან ორწლოვანი მცენარეებია, აქვთ 5–40 გრძელი და ფართო დანაკვთული ფოთლისაგან შემდგარი როზეტი და ძირხვენა, რომლის სიდიდე, ფორმა (მრგვალი, ცილინდრული, კონუსისებრი და სხვ.) და ფერი (თეთრი ან წითელი) დამოკიდებულია ჯიშზე. ყველაზე მეტად გავრცელდა იაპონიაში, სადაც ზრდიან საგაზაფხულო-საზაფხულო (ერთწლოვანი მცენარეები 1,0 კგ-მდე მასის ძირხვენით, რომელიც 40–60 დღეში ყალიბდება) და საშემოდგომო-საზამთრო ჯიშებს (ორწლოვანი მცენარეები 16 კგ-მდე მასისა და 1,2 მ-მდე სიგრძის ძირხვენით). დაიკონის ძირხვენა დიეტური პროდუქტია, აქვს სასიამოვნო გემო სიმწრის გარეშე; შეიცავს ცილებს, ვიტამინებს (С, B1, В2, РР, K) და სხვ. იყენებენ ნედლი, დამწნილებული, გამომშრალი და მოხარშული სახით. იაპონიის გარდა, დაიკონს ზრდიან ჩინეთში, კორეაში, აშშ-ში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში. ამუშავებენ როგორც ერთწლოვან კულტურას (თესლის მიღებისათვის — როგორც ორწლოვანს). მოჰყავთ საადრეო და საშუალო სიმწიფის ჯიშები. საადრეოები გამოირჩევიან პატარა ძირხვენით (0,5–1,0 კგ) და მოკლე ვეგეტატიური პერიოდით (40–80 დღე); აპრილის ბოლოდან თესენ 2–3-ჯერ. საშუალო სიმწიფის დაიკონებს (დაახლ. 120-დღიანი ვეგეტატიური პერიოდით) უფრო დიდი ძირხვენები აქვთ (მასით 3 კგ-მდე, სიგრძით 0,5 მ-მდე). თესვის ოპტიმალური დროა 10–15 ივლისი. მოჰყავთ ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგზე, სადაც ღრმადაა განლაგებული გრუნტის წყლები. მოვლა მოიცავს მავნებლებთან ბრძოლას, ნიადაგის გაფხვიერებას, მორწყვასა და გამარგვლას. მოსავლიანობა 70-მდე ტ/ჰა. მავნებლები: ჯვაროსნების რწყილი, კომბოსტოს ბუზი. დაავადებები: ცრუ ფქვილოვანი ცვარი, თეთრი სიდამპლე, ალტერნარიოზი და სხვ.
დაიკონი | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
Raphanus sativus subsp. acanthiformis (Blanch.) Stank., 1985 | |||||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.