From Wikipedia, the free encyclopedia
დაიმანტინა (ინგლ. Diamantina River) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ კუინზლენდში და ჩრდილოეთ სამხრეთ ავსტრალიაში. მდინარის სიგრძე 941 კმ-ია,[1] ხოლო აუზის ფართობი 157,000 კვ. კმ,[2] რომლის უდიდეს ნაწილს (დაახლ. 140,000 კვ. კმ) სოფლის მეურნეობაში იყენებენ. ერთვის გოიდერ-ლაგუნის ჭაობს, რომელიც იმყოფება სტშელეცკის უდაბნოდან ჩრდილოეთით.[3]
დაიმანტინა | |
---|---|
ქვეყანა | ავსტრალია |
სათავე | ქალაქ ლონგრიჩიდან ჩრდილო-დასავლეთით |
სიგრძე | 941 კმ |
აუზის ფართობი | 157,000 კმ² |
დაიმანტინა ვიკისაწყობში |
მდინარის აუზის დიდ ნაწილს დაბლობი ხასიათი აქვს, ყველაზე მაღალი რაიონები ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც აუზი ზღვის დონიდან 500 მ-მდე ადის. ის ტერიტორიები სადაც მდინარე დაიმანტინა გაედინება გამოირჩევა ცხელი და მშრალი კლიმატით. იანვარში დღისით ტემპერატურა 37 °C-ს უდრის, ხოლო ღამით დაახლ. 24 °C-ს. წაყინვები იშვიათია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.