From Wikipedia, the free encyclopedia
დანიელ ალვეს და სილვა (პორტ. Daniel Alves da Silva; დ. 6 მაისი, 1983, ჟუაზეირუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მცველი. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. სხვადასხვა დროს იცავდა სალვადორის „ბაიას“, სევილიის „სევილიას“, ბარსელონის „ბარსელონას“, ტურინის „იუვენტუსის“ და პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას. ბაიას შტატის ჩემპიონი და ნორდესტაოს თასის ორგზის მფლობელი „ბაიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის თასის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს თასის ორგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი „სევილიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ოთხგზის, ესპანეთის სუპერთასის ოთხგზის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის სამგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის მფლობელი და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული „ბარსელონას“ შემადგენლობაში. იტალიის ჩემპიონი და იტალიის თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის ლიგის თასის და საფრანგეთის სუპერთასის ორგზის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. კოპა ამერიკის და ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მსოფლიოს მეორე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი სპორტის ამ სახეობის არსებობის ისტორიაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დანიელ ალვეს და სილვა[1] | ||
დაბადების თარიღი | 6 მაისი, 1983 | ||
დაბადების ადგილი | ჟუაზეირუ, ბაია, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 172 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | უნამი | ||
ნომერი | 33 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996–1998 | ჟუაზეირუ | ||
1998–2001 | ბაია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2002 | ბაია | 25 | (2) |
2002–2008 | სევილია | 175 | (11) |
2008–2016 | ბარსელონა | 247 | (14) |
2016–2017 | იუვენტუსი | 19 | (2) |
2017–2019 | პარი სენ-ჟერმენი | 48 | (2) |
2019–2021 | სან-პაულუ | 76 | (10) |
2021–2022 | ბარსელონა | 14 | (1) |
2022– | უნამი | 12 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2003 | ბრაზილია 20 | 7 | (0) |
2006– | ბრაზილია | 125 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 სექტემბერი, 2022 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 დეკემბერი, 2022 |
დანი ალვესს აქვს ორმაგი — ესპანეთისა და ბრაზილიის მოქალაქეობა.[3]
დანიელ ალვესი დაიბადა ჟოაზეიროში, მამამისი ფერმერი იყო. პატარაობაში ის მის მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს. ალვესის მამასაც უყვარდა ფეხბურთი და წვრთვნიდა საკუთარ გუნდს, სადაც ალვესმაც დაიწყო თამაში ათი წლის ასაკში. თავდაპირველად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა იმის გამო, რომ მას ვერ გაჰქონდა ბევრი ბურთი მამამისმა ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანა, ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს. ალვესი თავის ახალგაზრდობაში ფერმერად მუშაობდა.
ალვესმა პირველი მატჩი პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა ბრაზილიურ კლუბ „ბაიაში“, პირველ თამაშში მან მოახერხა ორი საგოლე გადაცემის გაკეთება, „პარანას“ წინააღმდეგ. ამის შემდეგ დიეგო ალვესმა დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რამაც განაპირობა 2002 წელს მისი იჯარით გადასვლა „სევილიაში“.
2002–2003 წლების სეზონის შემდეგ, ალვესი მიემგზავრება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2003 წლის მსოფლიო ახალგაზრულ ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ახლაგაზრდული ნაკრების ტრიუმფით სრულდება, ალვესი კი ტურნირის რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ხდება, ამის შემდეგ „სევილიამ“ „ბაიადან“ გამოისყიდა ის და კონტრაქტიც გააფორმა მასთან.
2006 წლის ივნისში „სევილია“ დათანხმდა მის ტრანსფერს „ლივერპულში“, თუმცა ტრანსფერი ვერ განხორციელდა, „ლივერპულმა“ საბოლოოდ უარი თქვა ალვესში 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაში. 2006 წლის დეკემბერში კი მან გაახანგრძლივა ტრანსფერი „სევილიასთან“ 2012 წლამდე. ალვესისთვის 2006–2007 წლების სეზონი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ჩატარებულ 47 თამაშში მან 5 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ყველა მატჩი ითამაშა უეფას თასზე, სადაც სევილია ჩემპიონი გახდა. ამ სეზონის დასრულების შემდეგ ალვესი ხშირად აკეთებდა ინტერვიუებს იმის თაობაზე, რომ მას სურდა „სევილიას“ დატოვება და ლონდონში გადაბარგება, მასზე შეთავაზებას ლონდონის „ჩელსი“ აკეთებდა. „სევილიასგან“ „ჩელსიმ“ ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო, ამის შემდეგ ალვესსა და კლუბის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა, საბოლოოდ კი ალვესმა ისევ დარჩენა ამჯობინა წასვლას და შემდეგი სეზონიც „სევილიაში“ გაატარა.[4]
2008 წლის 2 ივლისს ალვესი შეუერთდა „ბარსელონას“. მან სევილია დატოვა და დასძინა, რომ ამ გუნდში ის მოვიდა როგორც ბავშვი და ტოვებს მას როგორც კაცი, პრესკონფერენციის ბოლოს მან ცრემლები ვეღარ შეიკავა. მისი ტრანსფერი „ბარსელონას“ 23 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაუჯდა და გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად გაყიდული მცველი, მან გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ალვესის დებიუტი შედგა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაკოვის „ვისლას“ წინააღმდეგ 2008 წლის 13 აგვისტოს. ლა ლიგაში კი მისი დებიუტი შედგა 31 აგვისტოს გასვლით თამაშში „ნუმანსიას“ წინააღმდეგ. მან გამოტოვა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაფრთხილებების გამო, საბოლოოდ მისმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება ანგარიშთ 2–0 უემბლის სტადიონზე.
ალვესის რიგით მეორე სეზონში, „ბარსელონას“ შემადგენლობაში, მან და გუნდმა წარმატებით მოახერხეს ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაცვა, ასევე მოიგო 2009 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2010–2011 წლების სეზონში კი მოახერხეს ზედიზედ მესამედ დაუფლებოდნენ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს.
2011 წლის 28 მაისს ალვესმა ითამაშა მისთვის პირველ ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში და მოახერხა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 3–1 დამარცხება და ამით მეოთხედ დაეუფლა ამ ტიტულს.
2011–2012 წლების სეზონში „ბარსელონამ“ ალვესთან ერთად მოახერხა ესპანეთის საფეხბურთო თასის მოპოვება. ასევე კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2012–2013 წლების სეზონში მისმა გუნდმა მოახერხა ბოლო ხუთი სეზონიდან მეოთხედ მოეპოვებინა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.
2015 წლის 6 ივნისს მეხუთედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული „იუვენტუსის“ 3–1 ძლევით ოლიმპიაშტადიონზე ბერლინში. ამ ტიტულით გუნდმა მეორედ შეასრულა ტრიპლეტი, პირველი 2009 წელს შეასრულა.
2015 წლის ივნისში ალვესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა 2017 წლის 30 ივნისამდე.
2016 წლის 27 ივნისს კონტრაქტი გააფორმა ტურინის „იუვენტუსთან“.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.