![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/47/Daniel_Olbrychski_2019.jpg/640px-Daniel_Olbrychski_2019.jpg&w=640&q=50)
დანიელ ოლბრიხსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიელ მარსელ ოლბრიხსკი (პოლ. Daniel Marcel Olbrychski; დ. 27 თებერვალი 1945, ლოვიჩი, ლოძის სავოევოდო, პოლონეთი) — პოლონელი თეატრისა და კინოს მსახიობი.
დანიელ ოლბრიხსკი | |
---|---|
![]() პოლ. Daniel Marcel Olbrychski | |
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი, 1945 (1945-02-27) (79 წლის) ლოვიჩი |
საქმიანობა | მსახიობი |
ითვლება თავისი თაობის კინოსა და თეატრის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად.[1] [2] მან მონაწილეობა მიიღო 180-მდე მხატვრულ და სატელევიზიო ფილმში. მისი დებიუტი შედგა 1963 წელს კაპრალის როლის შესრულებით იანუშ ნასფეტერის ფილმში „დაჭრილები ტყეში“. შემდეგ ის გამოჩნდა ყველაზე პოპულარული პოლონელი რეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან ანჯეი ვაიდა, იანუშ მორგენშტერნი, კაზიმეჟ კუცი, ჯულიან ძიეძინა, კრშიშტოფ ზანუსი, ირჟი ანტჩაკი, ირჟი ჰოფმანი, იანუშ კიჟოვსკი, სტანისლავ ბარეია და კშიშტოფ კესლევსკი. 1970 წლიდან მან დაიწყო გამოჩენა უცხოელ რეჟისორთა დილმებში. თამაშობდა ფოლკერ შლონდორფის, კლოდ ლელუშის, მიკლოშ იანჩოს და ნიკიტა მიხალკოვის ფილმებში.