დარკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
დარკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში, აგებულია X–XI საუკუნეების მიჯნაზე. თავდაპირველად იგი ერთნავიანი ყოფილა, შემდეგ გარსშემოსავლელი მიუშენებიათ. ეკლესია მაღალია და ფართო, პროპორციები — მოხდენილი. შიგნით შელესილია. ეკლესიის შიგა სივრცე დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი კამარის საბჯენი თაღების მეშვეობით. ინტერიერში მორთულობა არ გვხვდება, ჩუქურთმა ძირითადად ფასადებზე, სარკმელთან და შესასვლელებთანაა თავმოყრილი. ფასადის დეკორატიულ მორთულობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რელიეფურ, ასომთავრულ წარწერებს. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებული არიან ეკლესიის მშენებლებიც (ვინმე გოლიათის შვილები): გოდალბრი, ლიპარიტ და კ-ე. აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადის სარკმელი, რომლის სასინათლო ხვრელი პატარა ბოძით ორად იყოფა.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
Remove ads
ლიტერატურა
- ვ. დოლიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- Шмерлинг Р. О., Церковь в селении Дарквети, «ქართული ხელოვნება», 1963, №6.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads