დეივიდ დუხოვნი
ამერიკელი მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ უილიამ დუხოვნი (ინგლ. David William Duchovny; დ. 7 აგვისტო, 1960, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ) — ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი ტელე- და კინომსახიობი. ყველაზე უკეთ ცნობილია თავისი გამოძიების ფედერალური ბიუროს საგანგებო აგენტის, ფოქს მალდერის როლისთვის, ტელესერიალ „საიდუმლო მასალებში“.