From Wikipedia, the free encyclopedia
დელის სასულთნო — XIII საუკუნეში წარმოქმნილი ინდური მუსულმანური სახელმწიფო. სახელმწიფოს სახელი მისი ცენტრის, დელის მიხედვით დაერქვა. დელის სასულთნო ინდოეთის ისტორიაში პირველი დიდი სახელმწიფო იყო, რომელსაც უცხო, მაჰმადიანური ხელისუფლება მართავდა. მაჰმადიანი დიდებულები თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად დაპყრობილ ტერიტორიაზე ყველანაირად ხელს უწყობდნენ ისლამის გავრცელებას. ისინი სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობას მუსულმანებს ანიჭებდნენ. გარდა ამისა, უწესებდნენ შეღავათებს გადასახადებში და სხვა.
დელის სასულთნოში ისლამის, როგორც სახელმწიფო რელიგიის განმტკიცებამ, ახალი ტიპის შენობა-ნაგებობების, მეჩეთების, მინარეთების, მავზოლეუმების გაჩენა განაპირობა. ამასთანავე, დაქვეითდა ქანდაკება და ფერწერა, რადგან ისლამი კრძალავს ცოცხალი არსებების გამოსახვას.
XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნის დასაწყისში ინდოეთის დიდი ნაწილი დელის სასულთნოს დაემორჩილა. მაგრამ სასულთნოს გაფართოებას არამყარი ხასიათი ჰქონდა, რადგან დიდებულთა ცალკეულ ჯგუფეფს შორის განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობდა პირველობისათვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.