![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7b/Denver_Montage.jpg/640px-Denver_Montage.jpg&w=640&q=50)
დენვერი
ქალაქი და ოლქი აშშ-ში, კოლორადოს შტატის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
დენვერი (ინგლ. Denver წარმოითქმის /ˈdɛnvə/) — ქალაქი-ოლქი აშშ-ის დასავლეთ ნაწილში; კოლორადოს შტატის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქი. დენვერი მდინარე საუთ პლეტის ნაპირზე, კლდოვანი მთების ფრონტ რეინჯის აღმოსავლეთითაა განთავსებული. ქალაქის ცენტრი მდინარე ჩერი კრიკის და საუთ პლეტის თანაკვეთს აღმოსავლეთით და კლდოვანი მთების მთისწინეთიდან აღმოსავლეთით 19 კმ-ზე მდებარეობს. დენვერს მეტსახელად „ერთ-მილიან ქალაქს“ (ინგლ. Mile-High City) ეძახიან, რადგან ის ზღვის დონიდან ერთ მილზეა (1.609,3 მ) გაშენებული — ის აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქალაქია.[1] გრინვიჩის მერიდიანის დასავლეთით 105-ე მერიდიანი დენვერის იუნიონის სადგურზე გადის, რომლის დროც აშშ-ს მთის დროის სარტყელს განსაზღვრავს.
ქალაქი-ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დენვერი Denver | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
შტატი | კოლორადოკოლორადო | ||||
ქალაქი-ოლქი | დენვერი | ||||
შიდა დაყოფა | 78 სტატისტიკური უბანი | ||||
კოორდინატები | 39°45′43″ ჩ. გ. 104°52′52″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | მაიკლ ჰენკოკი | ||||
დაარსდა | 22 ნოემბერი, 1858, როგორც ქალაქი დენვერი (კანზასის ტერიტორია) | ||||
ფართობი | 400,5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1.563,6–1.667,3[1] მ | ||||
კლიმატის ტიპი | სემიარიდული[2] | ||||
მოსახლეობა | 634.265[3] კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 1.514,5[3] (2010) კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2.645.209[4] კაცი (დენვერ-აურორა-ლეიკვუდის მეტროპოლია) (2012) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-7, ზაფხულში UTC-6 | ||||
სატელეფონო კოდი | 303, 720 | ||||
საფოსტო ინდექსი | 80201–80212, 80214–80239, 80241, 80243–80244, 80246–80252, 80256–80266, 80271, 80273–80274, 80279–80281, 80290–80291, 80293–80295, 80299, 80012, 80014, 80022, 80033, 80123, 80127 | ||||
ოფიციალური საიტი | denvergov.org | ||||
2012 წლის მიახლოებითი მონაცემებით, დენვერის მოსახლეობა 634.265 კაცია,[3] რითაც ის აშშ-ს უდიდესი ქალაქებიდან 23-ე ადგილს იკავებს.[5] მოსახლეობით ის მთის შტატების რიგით მე-3 ქალაქია. დენვერ-აურორა-ლეიკვუდის მეტროპოლიის მოსახლეობა 2.645.209-ია[4], რითაც ის აშშ-ს მეტროპოლიებიდან 21-ეა. დენვერ-აურორას გაერთიანებული სტატისტიკური არეს მოსახლეობა 3.214.218 კაცია,[6] რითაც ის აშშ-ს გაერთიანებული სტატისტიკური არეებიდან სიდიდით მე-16 ადგილს იკავებს.[6]