დენიელ ბეშიელ უორნერი (ინგლ. Daniel Bashiel Worner; დ. 19 აპრილი 1815, მერილენდი, აშშ — გ. 1 დეკემბერი 1880, ლიბერია) — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1864-1868 წლებში და მეხუთე ვიცე-პრეზიდენტი 1860-1864 წწ.

სწრაფი ფაქტები ლიბერიის პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
დენიელ ბეშიელ უორნერი
Thumb
ლიბერიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 იანვარი, 1864  6 იანვარი, 1868
წინამორბედისტივენ ალენ ბენსონი
მემკვიდრეჯეიმზ სპრიგს პეინი

ლიბერიის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 1860  4 იანვარი, 1864
პრეზიდენტისტივენ ალენ ბენსონი
წინამორბედიბევერლი იტესი
მემკვიდრეჯეიმზ პრიესტი

დაბადებული19 აპრილი, 1815
ბალტიმორი, მერილენდი, აშშ
გარდაცვლილი1 დეკემბერი, 1880 (65 წლის)
ლიბერია
პოლიტიკური პარტიალიბერიის რესპუბლიკური პარტია
დახურვა

ბიოგრაფია

დენიელ უორნერი დაიბადა აშშ-ში, მერილენდის შტატში, აფრო-ამერიკელის ოჯახში. მისი მამა ყოფილი მონა იყო, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა უორნერის დაბადებამდე ერთი წლით ადრე[1].

უორნერის დაბადების თარიღი უცნობია, ზოგიერთი წყარო მიუთითებს 1815 წლის 19 აპრილს[1]. ამერიკული საკოლონიზაციო საზოგადოების მიხედვით იგი ცხრა წლისა იყო, როდესაც 1823 წელს მისი ოჯახი დასახლდა ლიბერიაში. ამ მონაცემებით მისი დაბადების წლად შესაძლებელია მივიჩნიოთ 1814 წელი.

როგორც ლიბერიული ელიტის წარმომადგენელი, იგი იყო ლიბერიის წარმომადგენელთა პალატისა და ლიბერიის სენატის წევრი[2][3]. 1877 წელს გახდა ამერიკული საკოლონიზაციო საზოგადოების აგენტი[4].

დენიელ ბეშიელ უორნერი არის ლიბერიის ეროვნული ჰიმნის ავტორი, რომელიც ოფიციალურად მიიღეს 1847 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ[5].

პრეზიდენტობა

უორნერის საქმიანობის მთავარი საზრუნავი იყო კავშირების დამყარება ადგილობრივ მოსახლეობასთან. მან მოაწყო პირველი ექსპედიცია ჯუნგლებში ბენჟამინ ანდერსონის მეთაურობით.

1868 წელს ანდერსონი გაიგზავნა ლიბერიის სიღრმეში ადგილობრივ მეფე მუსარდოსთან ხელშეკრულების დასადებად. გზადაგზა იგი აკეთებდა ჩანაწერებს, აღწერდა მოსახლეობას და ბუნებრივ რესურსებს. ანდერსონის ინფორაციაზე დაყრდნობით ლიბერიის მთავრობამ დაამყარა კონტროლი ლიბერიის შიდა ტერიტორიებზე.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.