![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/Kingdom_of_Great_Britain.png/640px-Kingdom_of_Great_Britain.png&w=640&q=50)
დიდი ბრიტანეთი (კუნძული)
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ბრიტანეთი (ინგლ. Great Britain, შოტ.-გელ. Breatainn Mhòr, უელს. Prydain Fawr) — ბრიტანეთის კუნძულებს შორის უდიდესი, ევროპის უდიდესი კუნძული და მსოფლიოს მერვე კუნძული ფართობის მიხედვით. განლაგებულია კონტინენტური ევროპის ჩრდილო-დასავლეთით. დასავლეთით განლაგებულ ირლანდიასთან ერთად, იგი ქმნის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. დიდი ბრიტანეთის გარშემო 1000-ზე მეტი მცირე ზომის კუნძულია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/Kingdom_of_Great_Britain.png/640px-Kingdom_of_Great_Britain.png)