დიდი ირაგა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ირაგა — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ირაგა).
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
დიდი ირაგა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ირაგა |
კოორდინატები | 41°32′24″ ჩ. გ. 44°21′32″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1190 მ |
მოსახლეობა | 161[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 91 % ბერძნები 5 % აზერბაიჯანელები 3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
მდებარეობს ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ასლანკის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1190 მეტრზე. თეთრიწყაროდან დაშორებულია 13 კილომეტრით.
სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში ნასოფლარის ნაშთი და გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია დგას (შეკეთებულია XX საუკუნეში). სოფლის სამხრეთით, მდ. თორნისწყლის მარჯვენა ნაპირას, მცირე ბორცვზე, XX საუკუნეში დასაწყისში აუშენებიათ წმ. გიორგის ეკლესია. ბორცვის ფერდობზე ნასოფლარია.