დიდი პატარა ტყუილები (სერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„დიდი პატარა ტყუილები“ (ინგლ. Big Little Lies) — HBO-ს ამერიკული დრამატული ტელესერიალი, რომლის პრემიერა 2017 წლის 19 თებერვალს გაიმართა. ის დაფუძნებულია ლიან მორიარტის 2014 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. თავდაპირველად წარმოება გათვლილი იყო როგორც მინისერიალი თუმცა შემდეგ მოხდა მეორე სეზონის დამატება რომლის გადაღებებიც 2018 წელს დაიწყო და პრემიერა 2019 წლის 9 ივნისს შედგა. სერიალის შემქნელია დევიდ ე. კელი. შვიდ ეპიზოდიანი პირველი სეზონის რეჟისორი ჟან-მარკ ვალე გახლდათ, თუმცა მეორე სეზონში ის ანდრეა არნოლდმა ჩაანაცვლა.[1]
დიდი პატარა ტყუილები | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
ავტორი | დევიდ ე. კელი |
მონაწილეობენ |
რიზ უიზერსპუნი ნიკოლ კიდმანი შეილინ ვუდლი ზოი კრავიცი ლორა დერნი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 2 |
ეპიზოდი | 14 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალი მოგვითხრობს ხუთ ქალზე. ისინი დაკავშირებულნი არიან ერთი მკვლელობით, რომელიც კოსტუმირებულ შეკრებაზე მოხდა. სერიალმა მიიღო კრიტიკოსების მოწონება: სცენარის, რეჟისურის, სამსახიობო შესრულების, ოპერატორის ნამუშევარსა და საუნდტრეკისთვის. მისმა პირველმა სეზონმა მიიღო 16 ემის ნომინაცია, საიდანაც გაიმარჯვა რვაში[2]. სერიალმა აგრეთვე ოქროს გლობუსი.