დიდი წითელი ხატის ტბა - Wikiwand
For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for დიდი წითელი ხატის ტბა.

დიდი წითელი ხატის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი წითელი ხატის ტბა
კოორდინატები: 42°24′46″ ჩ. გ. 44°20′19″ ა. გ. / 42.41278° ჩ. გ. 44.33861° ა. გ. / 42.41278; 44.33861
მდებარეობა
 საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალგორის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2779 
ფართობი 0,23 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 53 
დიდი წითელი ხატის ტბა

დიდი წითელი ხატის ტბა — ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის აუზში, ზღვის დონიდან 2779 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,23 კმ², აუზის ფართობი 2,42 კმ², მაქსიმალური სიღრმე 53 მ. ტბის აუზისთვის დამახასიათებელია ვულკანური და მყინვარული რელიეფის ფორმები. აუზის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია ვულკან წითელი ხატის (3026 მ) დასავლეთ კალთას. სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. წყალი ლურჯია, მეტად მტკნარი და სუფთა. ზედაპირული ჩამონადენი არ აქვს. თევზი არ არის.[2]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 211, თბ., 2009.
  2. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
დიდი წითელი ხატის ტბა
Listen to this article