დიდღალიდუდი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდღალიდუდი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3169 მ.
სწრაფი ფაქტები დიდღალიდუდი ...
დიდღალიდუდი | |
---|---|
კოორდინატები: 42°50′15″ ჩ. გ. 42°11′40″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3169 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი, ტუფი, ტუფ-ბრექჩია და ტუფ-ქვიშაქვა |
დახურვა
აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. მეოთხეული გამყინვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, საიდანაც მყინვარები ეშვებოდნენ ძირითადად მდინარე ენგურის აუზში. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.