From Wikipedia, the free encyclopedia
პედანიოს დიოსკორიდე, დიოსკურიდე (ბერძ. Πεδάνιος Διοσϰορίδης, Διοσϰουρίδης) — I საუკუნის ძველბერძენი ექიმი, კილიკიის ქალაქ ანაზარბოსის მკვიდრი. რომის არმიაში ექიმად ირიცხებოდა, მასთან ერთად მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და მცენარეებზე ცნობები შეაგროვა (აღწერა 600-მდე სახეობა). თხზულებაში „სამკურნალო საშუალებებზე“ („De materia medica“) მოცემულია იმ დროისთვის ცნობილი მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის ყველა მეტიკამენტის სისტემატიკური აღწერა, მათი მომზადების ხერხები, ცნობები სამკურნალო ნედლეულის დამუშავების (აქროლა, გამოხდა, კრისტალიზაცია) რიგი წესების შესახებ. დიოსკორიდეს თხზულებები XVII საუკუნემდე ბოტანიკისა და ფარმაკოლოგიის დარგებში უდავო ავტორიტეტით სარგებლობდა; მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მცენარეთა სისტემატიკის შემუშავებაში. ტრაქტატი „De materia medica“ გამოქვეყნდა ალდ მანუციო უფროსის მიერ.[1]
დიოსკორიდე | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Πεδάνιος Διοσκουρίδης | |
დაბ. თარიღი | არაუადრეს 25 და არაუგვიანეს 40 |
დაბ. ადგილი | ანაზარბოსი |
გარდ. თარიღი | 90 |
მოქალაქეობა | ძველი რომი |
საქმიანობა | ექიმი, ფარმაკოლოგი, ნატურალისტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.