დიპოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფიზიკაში არსებობს ორი სახის დიპოლი:
- ელექტრული დიპოლი — სისტემა, რომელიც შედგენილია გარკვეული მანძილებით დაშორებული ელექტრული მუხტებისგან. დიპოლის უმარტივესი მაგალითია შედარებით მცირე მანძილით დაშორებული ორი სიდიდით ტოლი და ნიშნით საპირისპირო მუხტისგან შედგენილი სისტემა.
- მაგნიტური დიპოლი შეიძლება შეიქმნას ელექტრული დენის ცირკულაციის შედეგად. მაგნიტური დიპოლის უმარტივესი მაგალითია გამტარის ერთი მარყუჟი, რომელშიც მუდმივი დენი გადის.[1][2]
დიპოლი ხასიათდება დიპოლური მომენტით, რომელიც ვექტორული სიდიდეა. ზემოთ აღწერილი უმარტივესი ელექტრული დიპოლისთვის ელექტრული დიპოლური მომენტი არის ვექტორი, რომელიც მიმართულია უარყოფითი მუხტიდან დადებითი მუხტისკენ, ხოლო მისი სიდიდე დადებით მუხტსა და მუხტებს შორის მანძილის ნამრავლის ტოლია. დენიანი მარყუჟისთვის მაგნიტური დიპოლური მომენტი მიმართულია მარყუჟის სიბრტყის მართობულად (მარჯვენა ხელის წესის მიხედვით), ხოლო მისი სიდიდე მარყუჟში გამავალი დენისა და გამტარით შომოფარგლული ფართის ნამრავლის ტოლია.