დოლრაჭალა
მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
დოლრაჭალა, დოლრა — მდინარე სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. იწყება დოლრას მყინვარიდან. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 191 კმ². საზრდოობს ძირითადად მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გვიან გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 9,30 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები დოლრაჭალა, სხვა სახელი ...
დოლრაჭალა | |
---|---|
მდინარე დოლრა ბეჩოს თემში | |
სხვა სახელი | დოლრა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
დოლრას მყინვარი 43°09′44″ ჩ. გ. 42°33′37″ ა. გ. |
შესართავი |
ენგური 43°00′27″ ჩ. გ. 42°33′37″ ა. გ. |
სიგრძე | 24 კმ |
აუზის ფართობი | 191 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 9,30 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა