დომინიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
დომინიკა (ინგლ. Dominica, დომინიკის თანამეგობრობა ინგლ. Commonwealth of Dominica) – სახელმწიფო კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის არქიპელაგში ამავე სახელწოდების კუნძულზე. დომინიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს გვადელუპა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მარტინიკა. ფართობი – 754 კმ², მოსახლეობა 71 625 კაცი (2018 წლის შეფასება). დედაქალაქია როზო (ინგლ. Roseau).
დომინიკის თანამეგობრობა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Après le Bondie, C'est la Ter ფრანგული | ||||||
ჰიმნი: „Isle of Beauty, Isle of Splendour“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | როზო 15°18′ ჩ. გ. 61°23′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სილვანი ბარტონი | ||||
- | პრ.-მინისტრი | რუზველტ სკერიტი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 754 კმ2 (172-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | შეფასებით | 69 029 (184-ე) | ||||
- | 2018 აღწერა | 71,625 | ||||
- | სიმჭიდროვე | 93 კაცი/კმ2 (120-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $384 მილიარდი (209-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5970 (110) | ||||
ვალუტა | აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | DOM | |||||
Internet TLD | .dm | |||||
სატელეფონო კოდი | 767 |
კუნძული მე-5 საუკუნეში არავაკებით დასახლდა, რომლებიც აქ სამხრეთ ამერიკიდან მოხვდნენ. ქრისტეფორე კოლუმბის მონაცემებით, მან კუნძულს 1493 წლის 3 ნოემბერს, კვირას მიაღწია. მოგვიანებით ტერიტორია ევროპელებმა კოლონიზატორებმა დაიპყრეს. 1690-დან 1763 წლამდე კუნძულს ფრანგები მმართავდნენ. ფრანგებმა ქვეყანაში დასავლეთ აფრიკიდან დამონებული ტყვეები შემოიყვანეს ყავის პლანტაციებზე სამუშაოდ. 1763 წელს შვიდწლიანი ომის შემდეგ კუნძული დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო და ოფიციალურ ენად ინგლისური გამოაცხადა. კუნძულმა დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა.
დომინიკას თავისი ბუნებრივი გარემოს მეტსახელად "კარიბის ზღვის ბუნების კუნძული" უწოდეს. კუნძული მცირე ანტილიებიდან ყველაზე პატარაა. კუნძულზე უიშვიათესი სახეობის მცენარეები, ფრინველები და ცხოველები ბინადრობს. სისეროუს თუთიყუში, ასევე ცნობილია როგორც იმპერიული ამაზონი, მსოფლიოში მხოლოდ დომინიკაში ბინადრობს. ის კუნძულის ეროვნული ფრინველია და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გამოსახულია ეროვნულ დროშაზე. თუთიყუში იასამნისფერი შეფერილობისაა, რაც დროშას უნიკალურს ხდის. მსოფლიოში მხოლოდ ორი დროშა შეიცავს იასამნისფერ ფერს და დომინიკა ერთ-ერთია (მეორე ასეთი არის ნიკარაგუის დროშა).