From Wikipedia, the free encyclopedia
დორეთკარი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე. ახალგორიდან დაშორებულია 27 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
დორეთკარი | |
წინკიბის ციხის კომპლექსი და წმ. ბარბარეს ეკლესია. | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლარგვისი |
კოორდინატები | 42°17′16″ ჩ. გ. 44°25′55″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1400 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დორეთკარი შუა საუკუნეებში შედიოდა ქსნის საერისთავოში; მოხსენიებულია იოჰან გიულდენშტედტის 1772 წლის სოფელთა სიაში და ქსნის საერისთავოს 1781 წლის სტატისტიკურ აღწერილობაში. 1865 წელს დორეთკარი თავისი 7 ქართული კომლით ქსნის უბნის მეწყერის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. საბჭოთა პერიოდში, 1922-1990 წლებში შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ, ახალგორის რაიონში (2006 წლიდან — ახალგორის მუნიციპალიტეტში). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნასოფლარი წინკიბი ციხით, წმინდა ბარბარეს ეკლესია (IX-X საუკუნეები) და წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები (გვიანი შუა საუკუნეები).
2002 წლის აღწერით სოფლის მოსახლეობა იყო 70 მცხოვრები (36 კაცი, 34 ქალი), ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით — ქართველები (74 %), ოსები (24 %).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.