დრეიკის სრუტე
From Wikipedia, the free encyclopedia
დრეიკის სრუტე ან ჰოკეს ზღვა (ესპ. Mar de Hoces) — სრუტე სამხრეთ ამერიკასა (ჰორნის კონცხთან, ჩილე) და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებს (ანტარქტიკა) შორის. ის აკავშირებს ატლანტის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს (სკოშის ზღვა) და წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. გრძელდება სამხრეთის ოკეანეში. სრუტეს სახელი XVI საუკუნეში ინგლისელი კეპერის ფრენსის დრეიკის პატივსაცემად ეწოდა. 1578 წლის სექტემბერში, მაგელანის სრუტის გავლის შემდეგ დრეიკის გადარჩენილი გემი მოხვდა შორეულ სამხრეთში, სადაც შემთხვევით აღმოაჩინეს ეს გასასვლელი ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის.
ნახევარი საუკუნით ადრე, 1525 წელს, ძლიერმა ქარმა ესპანელი ნავიგატორის ფრანცისკო დე ჰოკეს გუნდს მაგელანის გზიდან სამხრეთისკენ გადაახვევინა, მათ დაინახეს მიწის დასასრული და ივარაუდეს, რომ იქ შეიძლება გასასვლელი ყოფილიყო. [1] ამის გამო ზოგიერთი ესპანელი და ლათინურ ამერიკელი ისტორიკოსი მას ჰოკეს ზღვას (ესპ. Mar de Hoces) უწოდებს.