From Wikipedia, the free encyclopedia
დუბროვკა — დაბა რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, დუბროვსკოეს საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვსევოლოჟსკის რაიონში, მდინარე ნევის ნაპირას. 2010 წლის მონაცემებით დაბის მოსახლეობა 6 693 ადამიანს შეადგენდა[1].
დაბა | |||||
---|---|---|---|---|---|
დუბროვკა Дубровка | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ვსევოლოჟსკის რაიონი | ||||
კოორდინატები | 59°50′30″ ჩ. გ. 30°56′10″ ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | 1500 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1927 | ||||
მოსახლეობა | 6 693 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
საფოსტო ინდექსი | 188684 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
1500 წელს მოსკოველი დიაკის (მდივანი) დმიტრი კიტაევის მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, სოფელი „ნევის დუბროვა“, ნევის მარჯვენა ნაპირას, ჯერ კიდევ 1500 წელს არსებობდა[2]. სოფელი შედიოდა ორეხოვსკის მაზრის შემადგენლობაში და ასევე სპასკის საქალაქო პოგოსტში. ამ სოფლის გარდა, კიდევ 3 ამავე სახელწოდების სოფელი იყო ამ პოგოსტში[3][4].
დასახლება პირველად რუკაზე აღნიშნეს XVIII საუკუნის მესამე ნახევარში, სახელწოდებით დუბრვა, ამ რუკის ავტორი იყო პ. ვასანდერი[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.