From Wikipedia, the free encyclopedia
დუკები — ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია, მცირეაზიელი პროვინციული არისტოკრატიის შთამომავალნი. მართავდნენ 1059-1067 და 1071-1078 წლებში. დუკები წყაროებში IX საუკუნიდან იხსენიებიან. X საუკუნის დამდეგს იმპერატორის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. X საუკუნის დასასრულს მხარი დაუჭირეს აჯანყებულ ბარდა სკლიაროსს. დუკებს დიდი მამულები ჰქონდათ აგრეთვე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ენათესავებოდნენ სკლიაროსთა, კომნენოსთა, ანგელოსთა ფეოდალურ საგვარეულოებს. 1059-1067 წლებში ტახტზე იყო კონსტანტინე X დუკა, ხოლო 1071-1078 წლებში მისი ვაჟი მიხეილ VII, რომელსაც ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ის ასული მართა - დედოფალი მარიამი. დუკებს ძალაუფლება წაართვა ნიკიფორე III ბოტანიატემ, 1081 წელს დუკებმა მხარი დაუჭირეს ალექსი I კომნენოსს. მიხეილ VII-ის ვაჟი კონსტანტინე 1081-1094 წლებში ალექსი I-ის თანამმართველი იყო. დუკები დედაქალაქის უმაღლესი არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდნენ, მათი მმართველობა ბიზანტიის დაცემის ხანა იყო (შინაააშლილობა, აჯანყებები, სელჩუკთა შემოსევები). XIII საუკუნეში ანგელოს-დუკების გვარი ეპირის დესპოტატის ტახტს ფლობდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.