დუკლიის სახელმწიფო
From Wikipedia, the free encyclopedia
დუკლია (სერბ. Дукља / Диоклетија, ბერძ. Διοκλεία) — შუა საუკუნეების სახელმწიფო თანამედროვე ჩერნოგორიის ტერიტორიაზე. დუკლია მდებარეობდა მდინარე ზეტის, სკადარის ტბის და კოტორის ყურის გარშემო. ქალაქი კოტორი მდებარეობდა დუკლიისა და ტრავუნიის საზღვარზე.
სწრაფი ფაქტები
დუკლია Дукља | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დუკლია თავისი აყვავების ხანაში. XI საუკუნე | ||||
დედაქალაქი | პრაპრატნა | |||
ენა | სერბული | |||
რელიგია | მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
დინასტია | ვოისლავლევიჩები | |||
დახურვა
დუკლიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერბეთის სახელმწიფოებრიობის საქმეში. იგი გახდა სერბეთის სამთავროს ცენტრი, მას შემდეგ, რაც ჩასლავ კლონიმიროვიჩის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა ბიზანტიის პროვინციად იქცა. XI საუკუნის დასასრულიდან მას ეწოდა ზეტა, ხოლო XV საუკუნიდან — ჩერნოგორია.