From Wikipedia, the free encyclopedia
ეგზოსფერო (ძვ. ბერძნ. ἐξω — „გარეგანი“ და σφαῖρα — „სფერო“) — დედამიწის ატმოსფეროს ფენა; მისი ყველაზე გარეგანი ფენა. დამახასიათებელია ნეიტრონული ატომების დაბალი კონცენტრაცია (ნაწილაკების კონცენტრაცია n0<107სმ−3). მისი ქვედა სფერო თერმოსფეროა. ეგზოსფეროში ნაწილაკების თავისუფალი გარბენის სიგრძე იმდენად დიდია, რომ ნაწილაკები დისიპაციას პლანეტშორის სივრცეშიც განიცდიან. ამასთანავე მოძრაობენ უმეტესწილად ბალისტიკური მიმართულებით. ჰაერის „მასა“ ეგზოსფეროში უტოლდება 10¾10 ატმოსფერულ მასას. ყველაზე მეტად დისიპაციას ექვემდებარება რბილი აირები. ეგზოსფერო იწყება 450-800 კმ სიმაღლეზე.
შედგება იონიზირებული აირისაგან (პლაზმები). ქვედა და შუა ნაწილი ძირითადად შედგება О და N ატომებისაგან. სიმაღლის მატებასთან ერთად სწრაფად იზრდება რბილი აირების შეფარდებითი კონცენტრაცია, განსაკუთრებით — იონიზირებული წყალბადისა. ეგზოსფეროში აირკინეტიკური ტემპერატურა უტოლდება 1500-3000 К-ს. მასზე გავლენას ახდენს დედამიწის მაგნიტური ველი, გარდა ამისა ეგზოსფეროშია თავმოყრილი დედამიწის რადიაციული სარტყლები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.