ედი ვან ჰალენი
ამერიკელი გიტარისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ედვარდ (ედი) ლოდევეიკ ვან ჰალენი (ნიდერლ. Edward Lodewijk van Halen; დ. 26 იანვარი, 1955 — გ. 6 ოქტომბერი, 2020) — ნიდერლანდური წარმოშობის ამერიკელი გიტარისტი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, ელექტრო გიტარებისა და გამაძლიერებელი აპარატურის კონსტრუქტორი. ამერიკული როკ-ჯგუფის, Van Halen-ის თანადამაარსებელი და წამყვანი გიტარისტი.
ედი ვან ჰალენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ედვარდ ლოდევეიკ ვან ჰალენი |
დაბ. თარიღი | 26 იანვარი, 1955(1955-01-26)[1] [2] |
დაბ. ადგილი | ამსტერდამი, ნიდერლანდები[3] |
წარმოშობა | ამსტერდამი, ნიდერლანდები |
გარდ. თარიღი | 6 ოქტომბერი, 2020(2020-10-06)[4] [5] [2] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1964–2020 |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | van-halen.com |
ედი ვან ჰალენი ვიკისაწყობში |
ვან ჰალენი დაიაბადა 1955 წლის 26 იანვარს ამსტერდამში,[6] იან და ეჟენია ვან ჰალენების ოჯახში.[7][8] გარკვეული ხნის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ნეიმეგენში, ხოლო 1962 წელს აშშ-ში გადავიდა.[8] ექვსი წლის იყო ედი, როდესაც მის უფროს ძმასთან, ალექს ვან ჰალენთან ერთად ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო.[9][10]
1972 წელს ძმასთან ერთად დააარსა როკ-ჯგუფი „Van Halen“, რომელშიც ასევე შედიოდა ბას-გიტარისტი და ბექ-ვოკალი მარკ სტოუნი. მოგვაინებით მათ შეუერთდა ვოკალისტი, დევიდ ლი როთი. 1977 წელს ჯგუფმა კონტრაქტი გააფრომა Warner Records-თან.[11]
ჯგუფის გარეთ ვან ჰალენი სოლო კარიერითა და სხვადასვა პროექტებში მონაწილეობით იყო დაკავებული. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი,[12] ბრაიან მეი, სემი ჰაგარი, Black Sabbath, როჯერ უოტერსი, Toto და LL Cool J. აგრეთვე მან და მისმა ძმამ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე ფილმის საუნდტრეკის შექმნაში.
ვან ჰალენს ახასიათებდა გიატარაზე დაკვრის საკუთარი სტილი. იგი მიჩნეულია ტეპინგის ერთ-ერთ პირველ პოპულარიზატორად. 2003 წელს, ჟურნალმა „Rolling Stone“-მა ედი ვან-ჰალენი 100 უდიდეს გიარისტთა შორის 71-ე ადგილზე დაასახელა, ხოლო 2012 წელს, ჟურნალმა „Guitar World“-მა სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტი“ მას პირველი ადგილი მიუჩინა.[13]