ევრიპტერიდების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ევრიპტერიდები, გოლიათი ფაროსნები (Eurypterida, Giganthostraca) (ევრი..., ბერძნ. pteros „ფრთა“ და eidos „სახეობა“) — ნამარხი კიბომორიელები. ცნობილია ყველა მატერიკაზე პალეოზოური ერიდან. ევრიპტერიდების თითისტარისებრი სხეული შედგებოდა თავმკერდის, მუცლისა და კუდის ანუ ტელსონისაგან. თავმკერდის დორსალურ მხარეზე 2 დიდი რთული თვალი და 2 პატარა თვალი (ocelli) ჰქონდათ, ქვედა მხარეზე კი 6 წყვილი კიდური, რომელთაგან პირველი წყვილი — ქელიცერებად, მომდევნო ოთხი — სასიარულოდ. მეექვსე კი საცურაოდ იყო გარდაქმნილი. ევრიპტერიდები ბინადრობდნენ მტკნარ და მომლაშო წყლებში. ევრიპტერიდების 200-მდე სახეობა 8 ოჯახშია გაერთიანებული.
სწრაფი ფაქტები ევრიპტერიდები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ევრიპტერიდები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Eurypterida | |||||||||
დახურვა
სია შეიცავს 81 გვარს:
- ნამარხი გვარები აღნიშნულია სიმბოლოთი (†)